,,მიშველეთ, ქართველებო! ჩემი შვილის გარეშე ვერ ვიცოცხლებ! ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს” – ქართველ ქალს ამერიკელი ქმარი შვილს ართმევს – ვიდეო

,,მიშველეთ, ქართველებო! ჩემი შვილის გარეშე ვერ ვიცოცხლებ! ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს" - ქართველ ქალს ამერიკელი ქმარი შვილს ართმევს - ვიდეო,,ქართველებო, მიშველეთ! ჩემი შვილის გარეშე ვერ ვიცოცხლებ. ჯერ კიდევ ბუნებრივ კვებაზე მყავს. მკერდიდან მომგლიჯეს და წაიყვანეს” – ამბობს 24 წლის ქალი ვიდეოში, რომელიც სოციალური ქსელით გაავრცელა. ახალგაზრდა ქალის, ციციას მდგომარეობა უმძიმესია. როგორც ყვება, ის ამერიკის მოქალაქეს გაჰყვა ცოლად. საქართველოში იქორწინეს. შემდეგ კი ქმარმა ტურისტული ვიზით ამერიკაში წაიყვანა. ახლახან საბუთები მოუვიდა, სადაც ქმარი განქორწინებას ითხოვს. ერთი წლის შვილი კი დედას წაართვა და წაიყვანა.

უცხო ქვეყანაში მარტო დარჩენილი ახალგაზრდა ქალი ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს დახმარებას სთხოვს. ამ ვიდეოს ბევრი ქართველი ემიგრანტი გამოეხმაურა და გვერდში დგომას დაჰპირდნენ.

ექიმი მარინა ძაგნიძე წერს:

,,მოგმართავთ ყველა ქართველს ამერიკაშიც და საქართველოშიც: გთხოვთ გააზიაროთ ქართველი გოგონას ისტორია. ის არის ამერიკის მოქალაქის ცოლი, ჰყავს მცირეწლოვანი გოგონა, არის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, არც ლეგალური სტატუსი აქვს, არც მართვის მოწმობა, არც საბანკო ანგარიში, ცხოვრობს ნაქირავებში არკანზასში. შევთავაზე თავშესაფარი ჩემს სახლში და ის უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთან ერთად საკვებით და ბინით. იმედი მაქვს, რომ ყველა დავუდგებით გვერდში.

ახლა გადაწყდება, რამდენად ძლიერი ვართ ამერიკელი ქართული ემიგრაცია. ბეწვის ხიდზე გადის ამ გოგონას ცხოვრება, მაგრამ ძალა ერთობაშია. ყოველი თქვენგანის იმედი მაქვს, რომ ჩვენს თანამემამულეს გადავარჩენთ. თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, უკვე პოტენციური დამნაშავეები ვიქნებით. იმედია, ეს არ მოხდება. მე მჯერა თქვენი”.

როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, ციციას უკვე ჰყავს ადვოკატი.

,,ვურეკავ ციციას და გათიშული აქვს მობილური, წესით, ადვოკატისგან უკვე უნდა იყოს გამოსული. ქმარიც 12 საათზე ჰპირდებოდა ბავშვის მოყვანას, ახლა პირველი საათია. ვოის მესიჯი არ აქვს ჩართული. ერთი სისულელე მომივიდა, მისამართი არ გამოვართვი”, – დაწერა ცოტა ხნის წინ მარინა ძაგნიძემ.

იმედია, ციციას ბედით საქართველოში შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და უცხო ქვეყანაში თავიანთი მოქალაქის უფლებებს დაიცავენ.

ციცია თავის საკონტაქტო ნომერსაც აქვეყნებს – 4795868808. ის არკანზასში, ბენტონვილში ცხოვრობს _ ნახეთ ვიდეო, სადაც ციცია დახმარებას ითხოვს.

მქვია ციცია ვცხოვრობ არკანზასში ბენტონვილში. 24 წლის ვარ ჩემი ნომერია 4795868808.

Gepostet von Tsit Sia am Donnerstag, 2. Juli 2020