ლაშა მიქაძე: ,,ფალიაშვილზე ვდგავარ, გელოდებით, მითხრათ, სახლში როგორ მოვხვდე”

ლაშა მიქაძე: ,,ფალიაშვილზე ვდგავარ, გელოდებით, მითხრათ, სახლში როგორ მოვხვდე"ლაშა მიქაძე რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე წერს:

,,სამსახურიდან წამოვედი სახლში. ჭავჭავაძიდან ვაკის პარკთან ვერ ჩავუხვიე,  დროებით გადაკეტილია გზას აკეთებენ.  ვიფიქრე, ბერძენიშვილზე ჩავუხვევდი და რომ მივედი, აღმოვაჩინე,რომ ბერძენიშვილის ქუჩა ცალმხრივი გამხდარა და იქიდან მოდიან მანქანები და უხვევენ ჭავჭავაძეზე ორივე მიმართულებით. წავედი კავსაძისკენ, სადაც შეხვევა არ შეიძლება, მივადექი რიგის ქუჩას და ესეც ცალმხრივი გამხდარა. წავედი არაყიშვილისკენ და ესეც ცალმხრივი დამხვდა.  მივადექი ,,პიკსელს” და არ მჯეროდა, რომ შევუხვიე.

მერე ისევ გაცალმხრივებული ფალიაშვილიდან წამოვედი უკან ისევ ვაკის პარკისკენ, კავსაძის და ფალიაშვილის კუთხე ისევ გადაკეტილი დამხვდა და გავუხვიე კავსაძეზე, საიდანაც თურმე მარცხნივ ჭავჭავაძეზე ვეღარ გახვალ და მხოლოდ მარჯვნივაა დასაშვები გადაადგილება. წამოვედი, გავიარე ისევ რიგის ქუჩა, ისევ არაყიშვილი, ისევ ,,პიქსელთან” შევუხვიე და ვდგავარ ფალიაშვილზე. ვწერ ამ სტატუს და გელოდებით, მითხრათ, სახლში როგორ მოვხვდე”