ინგა გრიგოლია: ,,ყველანი მეზიზღებით, ვინც ამ ვინმეს ,,გაპრავებას” ცდილობს, ვინც სიმართლეს არ ყვებოდა”

ინგა გრიგოლია: ,,ყველანი მეზიზღებით, ვინც ამ ვინმეს ,,გაპრავებას" ცდილობს, ვინც სიმართლეს არ ყვებოდა",,გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით” – წერია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში. დაზიანებების იმ ჩამონათვალა, რაც 19 წლის ფეხბურთელს სიკვდილამდე აქვს მიყენებული, საზოგადოება აღაშფოთა. ჟურნალისტი ინგა გრიგოლია წერს:

,,საყვარელი, საბრალო პატარა ბიჭი. სიკვდილის მიზეზი – ასფიქსია,წყალში დახრჩობით.
გიორგი შაქარაშვილს ცხედარზე აღენიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში…

ყველანი მეზიზღებით, ვინც ვინმეს ,,გაპრავებას” ცდილობს, ვინც სიმართლეს არ ყვებოდა და არც ახლა ყვება. საბრალო ბავშვი. ვითომ არავინ არაფერი იცოდა იქ მყოფთაგან, რაც მოხდა, ხო? ოთხი დღე გაყურსულები იყვნენ და დღემდე არ ყვებიან სიმართლეს!”.