გიორგი შაქარაშვილის და: ,,ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს, რომ გიოს საცემრად არ მისდევდნენ”

გიორგი შაქარაშვილის და: ,,ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს, რომ გიოს საცემრად არ მისდევდნენ"გიორგი შაქარაშვილის  და, ანა შაქარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვახტანგ ახვლედიანთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს. ანა შაქარაშვილი წერს, რომ გასაჯაროვებულ კადრებში გიორგი შაქარაშვილი ახვლედიანის დაცვას ცდილობს, ხოლო ის პირველ ჩვენებაში ამბობს, რომ გინებით მისდევდნენ და შემდეგ კი ჩვენებას ცვლის და ამბობს, რომ ასე არ ყოფილა.

,,პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არასდროს ყოფილა. ალბათ ყველა კარგად დააკვირდით კადრებში, თუ როგორ ცდილობს გიო მის დაცვას და ეს ნაძირალა კი, რომელიც ,,დაზარალებულად ” არის ცნობილი, პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები, ხოლო ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს,  რომ თურმე საცემრად არ მისდევდნენ.
თუ მართლა ასე იყო, რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული? ბუჩქებში კი არა, შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის, საკანში!”, – წერს ანა შაქარაშვილი.