ნიუ იორკში დაკავებულმა ქართველმა მოკრივე ავთანდილ ხურციძემ სოციალურ ქსელში სკანდალური განცხადება გაავრცელა, რომ დვალიშვილის, მაყაშვილის და კუდუხაშვილის გამო ზის ციხეში და ისინი აგენტები არიან.
,,მიუხედავად თვალთვალისა და ჩემი მეგობრების მიცემული ჩვენების, რომლებსაც ჩემს პატარა ძმებად ვთვლიდი (მერაბ დვალიშვილი, გიორგი კუდუხაშვილი, ლევან მაყაშვილი), დამიჭირეს. რეკეტს მართავდაო, რომ მდებენ ბრალს, სინამდვილეში ეს ბიჭები არიან მხედველობაში. ესენი აგენტები არიან და კიდევ სხვებიც…
მერაბ დვალიშვილმა 20 000 დოლარი დამიკარგა. იძახის, ადვოკატს მივეციო. ის ადვოკატიც აგენტი იყო და ჩემ წინააღმდეგ მუშაობდა. მიუხედავად ამისა, ამ მტრობისა და ამდენი ლანძღვა გინებისა, უდანაშაულო ვარ. 7 სექტემბერს ჩემი დაკავებიდან 2 წელი შესრულდება. რა ხდება ამ დროს? ცდილობენ, მომწამლონ. 14 ივლისს საჭმლის მიღებაზე უარი განვაცხადე.
კი მაგრამ, რით ვერ გააჩუმეს ეს ბიჭი 4 წლის განმავლობაში? რით ვერ დაუდეს თვალწინ მისი დანაშაული, არ გიკვირთ? მარტო ესეც ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას. მე ვიყავი, ვარ და ბოლომდე ვიქნები ავთანდილ ხურციძე!”, _ დაწერა ხურციძემ.
მაყაშვილმა მას ასე უპასუხა:
,,გამოხვალ, დრო მოვა და ვინ ვინ არის, მაგას გაჩვენებთ. შენ აქ რომ აზიარებ და ტირიხარ იქიდან… ვინ მერაბა და კუდუხაშვილია, მაგას სადაც და როგორც საჭიროა, ისე ახსნი. მე ციხეში ვიჯექი, შენსავით მეც გამწირეს, მაგრამ შენსავით არ მიტირია”.
ავთანდილ ხურციძე ამერიკაში ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

