ანიტა ფაცაციამ ძალიან ცოტა ხანი იცოცხლა ამქვეყნად, მაგრამ უამრავი ადამიანის სიყვარული წაიყოლა იქვეყნად. ამ სიყვარულს მისი დედა, მარიკო სადრაძე უცხო ადამიანებისგან მუდმივად გრძნობს. ამჯერად ის შს მინისტრს უხდის მადლობას და წერს:
„ამ თვეების განმავლობაში ადამიანების მხარდაჭერა და ყურადღება ისეთი დოზით მივიღე, რომ თითქოს აღარაფერს უნდა გავეკვირვებინე, მაგრამ კიდევ სულ სხვა შეგრძნებაა, როცა იგებ, რო სრულიად უცხო ადამიანები შენგან დამოუკიდებლად ფიქრობენ და ზრუნავენ შენზე, ცდილობენ, ცხოვრების ფერხულში ჩაბმაში ამოგიდგნენ გვერდში.
ამ ზრუნვის შედეგად აღმოვჩნდი შინაგან საქმეთა სამინისტროში. გარემოში, სადაც თითქოს ყველაფერი უცხო უნდა ყოფილოყო, მაგრამ სათითაოდ ყველამ ოჯახის წევრივით მიმიღო და ჩამიხუტა გულში. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს ამ გულისხმიერებისთვის!
განსაკუთრებით კი მინდა, ნინო გიორგობიანის როლი გამოვყო. ადამიანის, რომელმაც პირველივე შეხვედრაზე საოცრად სამართლიანი და საქმისთვის მებრძოლი პროფესიონალის შთაბეჭდილება დამიტოვა და რომლის სიკეთის დამსახურებაცაა ახალ ოჯახში ჩემი შებიჯება.
იმედი მაქვს, შევძლებ და ამ გაუმჟღავნებელი ზრუნვის, გვერდში დგომისა და სიკეთის საპასუხო თანამშრომლობას დავუბრუნებ ოჯახს, რომელმაც ასე თბილად მიმიღო“, – წერს სადრაძე.
ანიტას ბებიას ბავშვის მონატრებამ ლექსების წერა დააწყებინა – ,,ხელებს ვიშვერ, ვერ ვპოულობ ჩემს გოგოს”

