ვახტანგ ლომჯარია: ,,ამ ძაღლმა ტაბახმელაში 5 წლის ბავშვი გადაარჩინა, ჰასკის მდგომარეობა ძალიან რთული იყო”

ვახტანგ ლომჯარია: ,,ამ ძაღლმა ტაბახმელაში 5 წლის ბავშვი გადაარჩინა, ჰასკის მდგომარეობა ძალიან რთული იყო"ვახტანგ ლომჯარია საოცარ ამბავს აქვეყნებს ძაღლზე, რომელმაც ტაბახმელაში ბავშვი გადაარჩინა.

,,დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს 5 წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას”, ეს ,,რაღაცა” კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად, ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება.

სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში.
მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა, სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ.

ვფიქრობ, საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს, რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში, ბავშვი რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო.
სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს”, – წერს ლომჯარია და ,,ჯარისკაცის” ფოტოს აქვეყნებს.