,,რამდენიმე დღის წინ ბავშვი ავიყვანე ,,წვეულებაზე”, სადაც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ასევე ბავშვებმა იქირავეს სახლი” – რას წერს თამარ კიკაჩეიშვილი მოზარდების ე.წ. ფართიზე

,,რამდენიმე დღის წინ ბავშვი ავიყვანე ,,წვეულებაზე", სადაც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ასევე ბავშვებმა იქირავეს სახლი" - რას წერს თამარ კიკაჩეიშვილი მოზარდების ე.წ. ფართიზეთამარ კიკაჩეიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის და მათი შვილებისთვის საყურადღებო სტატუსს აქვეყნებს. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ალბათ მეტი ყურადღებით მოეკიდება ყველა ე.წ. ფართების გამართვას ნაქირავებ სახლებში.

,,ერთი უნდა დავწერო ე.წ. ,,ფართებზე”. რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიას არ ეხება, თუმცა იმავე საფრთხის წინაშე დგანან ბავშვები.

რამდენიმე დღის წინ ბავშვი ამყავს ,,წვეულებაზე”, სადაც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ასევე ბავშვებმა იქირავეს სახლი და ,,ბილეთები” გაყიდეს სრულიად უცხო ხალხზე (თუმცა თანატოლებზე). ეს სახლის ბავშვზე გაქირავება როგორ და რა ლეგალური მანქანებით ხდება, ხომ გასაგებია უკვე?

ადიხარ და გხვდება უამრავი ბავშვი, სხვადასხვა ,,სასტავი”, სასმელი, ერთი უფროსი, რომელიც სავარაუდოდ, დიჯეია და ისიც შემთხვევით მოხვდა აქ. ამ ასაკში ყველა ვყოფილვართ და ბავშვებს თავი დიდები ჰგონიათ, მშობელმა რომ ადგილი გადაამოწმოს, ,,უტყდებათ”. მთელი გზა აქეთ გეჩხუბება, რომ მიყვები, თითქოს შენ იქცევი უცნაურად, იმიტომ, რომ ერთადერთი ხარ (სამწუხაროდ), ვინც ადგილს ამოწმებს.

მესმის ყველა მშობლის, რომელიც ვეღარ იბრძვის ამ ამბავში იმიტომ, რომ დღეს მშობელს ყველა ბერკეტი აქვს გამოცლილი. დღეს ბავშვებს არავინ ელაპარაკება მათ მოვალეობებზე. ჰოდა, რჩება ათეულობით ბავშვი მარტო სახლში, სადღაც მთაში, ირგვლივ მხოლოდ ტყეა, ცხადია ალკოჰოლიც და უსაზღვრო თავისუფლება.

ძალიან სახიფათოა ეს ყველაფერი, ბევრად მეტი ჩართულობაა საჭირო ყველა მხრიდან ახლა და არა მას შემდეგ, როცა რაღაც უბედურება ხდება. მეტი ყურადღება და მეტი საუბარი ბავშვებთან უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, ვალდებულებებზე (მათ შორის მშობლის).

არ გაუშვებ? ეს არ არსებობს! ადგება და წავა თუ უნდა, თან თავზე დაგაფარებს, სადღაც ცალმხრივად ყურმოკრულ ბავშვთა უფლებების მხოლოდ იმ ნაწილს, რაც თავად აწყობს და რაც ასწავლეს. ვინმემ ამიხსენით, ეს ნორმალურია?”.

ფოტო არ შეესაბამება აღწერილ ამბავს