ჟურნალისტი ლია ოსაძე ფეისბუქში წერს, რომ პირბადე, რომელიც ქალმა ძირს დააგდო, ფარმაცევტმა თაროზე დააბრუნა.
,,დღეს, როდესაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და მთელი ექიმების გუნდი მოსახლეობისგან მოითხოვენ ჰიგიენური ნორმების დაცვას, სწორედ, აფთიაქის თანამშრომლები არღვევენ ამ წესებს, თანაც ძალიან მწარედ.
დღეს შუადღის 2 საათზე, მეტრო „ისანთან” მდებარე აფთიაქის თანამშრომელმა გაუგონარი საქციელი ჩაიდინა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: აფთიაქში ერთი ქალი აპირებდა უნიღბოდ შესვლას. აფთიაქის თანამშრომელმა კარში ნიღაბი მიაწოდა, ამ ქალმაც გაიკეთა ნიღაბი და ისე შევიდა აფთიაქში. ქალს საუბრიდან ეტყობოდა, რომ ფსიქიკურად ჯამრთელი არ იყო, რადგან შემოსვლისთანავე უმიზეზოდ აურზაური ატეხა, მერე თავის ძაღლისთვის ტკივილგამაყუჩებელი წამალი შეიძინა. როდესაც ფარმაცევტმა ნიღბის ფულიც მოითხოვა, ამ ქალმა არ გადაიხადა, გაკეთებული ნიღაბი მოიხსნა და ფარმაცევტს თავში ესროლა.
ნიღაბი ძირს, იატაკზე დაეცა, ეს ქალი წავიდა. ამ აფთიაქის მეორე თანამშრომელმა ძირს დაგდებული ნიღაბი აიღო და თაროზე დადო, ნაგვის ყუთში კი არ ჩააგდო, არამედ თაროზე დადო! იმ თანამშრომელმა კი, რომელსაც თავში ესროლეს ნიღაბი, ხალხის გასაგონად თქვა, მე რა ვალდებული ვარ, სხვას ნიღაბი ვუყიდოო.
მართლაც, აფთიაქის თანამშრომელი ვალდებული არ არის, სხვას ნიღაბი უყიდოს, მაგრამ არც ის უნდა იკადროს, რომ სხვის მიერ გამოყენებული და ძირს დაგდებული ნიღაბი სხვას მიჰყიდოს, რათა თავად არ მოუხდეს იმ ნიღბის საფასურის გადახდა. ეჭვი არავის შეეპარება იმაში, რომ აფთიაქის თანმშრომლები იმ ნიღაბს სრულიად მშვიდად, ისე, რომ სინდისი არც კი შეაწუხებთ, ისე გაყიდიან სხვაზე…” – წერს ლია ოსაძე

