ნინო ჩიკვაიძე: ,,ძველი ბიჭები” კი არა, თქვენ ხართ ,,კაცი გამოძახებით”

ნინო ჩიკვაიძე: ,,ძველი ბიჭები" კი არა, თქვენ ხართ ,,კაცი გამოძახებით''ნინო ჩიკვაიძე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ასეთი სტატუსით ეხმაურება:

,,სიტყვა ,,ძველბიჭობა” რომ საერთოდ ამოღებული უნდა იქნას ლექსიკიდან, ამაზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ ზოგიერთები რომ ძველბიჭებად მოიხსენიებთ იმ ნახალოვკელ ბიჭებს, არასწორია, რადგან ამით უფრო ფრთებს ასხამთ, მათი მიზანიც ხომ სწორედ ძველბიჭობის ,,სტატუსია”.

ეს ტერმინი რა მნიშვნელობითაც დამკვიდრდა თავის დროზე, ამ ხაზს რომ გავყვეთ, მაშინ მიხვდებით, რომ ,,ძველ ბიჭებს”, ჩხუბის დროს, ,,კაცი გამოძახებით” არ ესაჭიროებოდათ . დიახ, ის სპორტსმენები, რომლებიც რკინის ხელჯოხებით მივიდნენ, მათი ,,სტატუსი” სწორედაც რომ ,,კაცი გამოძახებით” არის! ,,ძველი ბიჭები” (რა კონტექსტითაც თქვენ ხმარობთ ამ სიტყვას, ,,სუფთა” ბიჭებს რკინებით შეაიარაღებულები არ მიადგებოდნენ…

გიორგი შაქარაშვილის საქმეში მე ვხედავ მხოლოდ სამი კატეგორიის ადამიანებს. პირველი: ნახალოვკელი ცუციკები. (რა თქმა უნდა, კონკრეტულ პირებს ვგულისხმობ და ზოგადად უბანი არაფერ შუაშია). მეორე: სპორტსმენები – ანუ იგივე ,,კაცი გამოძახებით (აქაც კონკრეტულ პირებს ვგულიხმობ). და მესამე: დაბ.დღეზე მყოფი ,,მეგობრები” – ანუ იგივე ,,პონტის მეგობრები”. ხოლო თუ რომელიმე მოჭიდავეს (ან სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს) რაიმე პრეტენზია ექნება, ,,კაცი გამოძახებით” რომ ვუწოდე იმ კონკრეტულ სპორტსმენებს, არ აქვს მნიშვნელობა, მსოფლიო ჩემპიონი ხარ, თუ ოლიმპიური ჩემპიონი, ბოდიშის მოხდით, მაგრამ იალბუზიდან დაეშვით.

რაც შეეხებათ ზოგიერთი ლაჯაღებული გოგოს მშობლებს, სიტყვასაც არ დავხარჯავ თქვენზე, რადგან როგორ ჩანს, თავის დროზე დედობის და მამობის ,,სტატუსი” მხოლოდ ლოგინის ,,წყალობით” მოიპოვეთ. რაც შეეხება გამოძიებას, მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. იმედს ვიტოვებ ,,ხორავა 2″ არ განმეორდება” და აქაც არ გამოხტებიან ,,მირზა სუბელიანები”.

ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ: გიორგის გარდაცვალებაში ვისაც ოდნავ მაინც გაქვთ პირდაპირი თუ ირიბი შემხებლობა, ჯოჯოხეთად გექცევათ ცხოვრება. მიზეზი მარტივია: თქვენ უფლის შვილი მოკალით. და ბოლოს: მოკლულზე დიდი მკვდრები, თავად ხართ. ასეა ეს! და ასე იქნება სულ!”.