,,მნიშვნელობა არ აქვს, სიცოცხლეს ვინ სპობს – მელნიკოვი, რომელიც ახლა ბედნიერად ცხოვრობს, თუ კრიმინალი სპორტსმენი” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

,,მნიშვნელობა არ აქვს, სიცოცხლეს ვინ სპობს – მელნიკოვი, რომელიც ახლა ბედნიერად ცხოვრობს, თუ კრიმინალი სპორტსმენი" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანიტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქით ისევ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება და წერს, რომ ძალიან ნანობს, ის პოსტი რომ წაშალა, სადაც გირგვლიანისა და შაქარაშვილის საქმეებს ადარებდა ერთმანეთს. ,,გაიქცა და გაუჩინარდაო, არ ამბობდნენ გირგვლიანზე. ამბობდნენ მოკლესო. ასე მოკლეს ეს ბავშვიც. სხვაობა ისაა, რომ გირგვლიანი პოლიციელების მსხვერპლი იყო და გიორგი _ კრიმინალების“, – წერდა ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცოტა ხნის წინ კი ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა:

,,ძალიან ვნანობ, გუშინდელი პოსტი რომ წავშალე. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი და პირადი პრობლემის გამო ვერ მოვახერხებდი ნახევარ საათში დამატებული 437 ფოლოვერის მოგერიებას.

ყოველთვის ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ და შესაბამისად, არ მჩვევია პოსტების წაშლა. ამ შემთხვევაშიც ასეა და დღეს უფრო ვრცლად ავუხსნი ადამიანებს, ამ ორ მძიმე ფაქტს შორის ტოლობის ნიშნის დასმის საშუალება რომ აღარ მივცე. სტატუსი იყო და არის მათთვის, ვინც ამბობს, რომ გიორგის ამბავი უბედური შემთხვევაა.

გიორგის მძიმე მოტეხილობები აქვს, მათ შორის თავის ქალის. აღენიშნება თვალბუდეების ტრავმა. პროკურატურაც კი ამბობს, რომ ძალადობის დროს გამოყენებულია რკინის შტირები.

ეს სახელწმიფოსთვისაა პრობლემა, როცა მოძალადე პოლიციელია, თორემ მსხვერპლისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მისდევს და საბოლოოდ სიცოცხლეს ვინ უსპობს – მელნიკოვი, რომელთანაც ამ ხელისუფლებამ საპროცესო გარიგება გააფორმა და ბედნიერად ცხოვრობს, თუ კრიმინალი სპორტსმენი.

ორივე შემთხვევაში ინსტინქტი შიშია, რომლისგანაც თავდაცვის და გადარჩენითვის გარბიხარ.
რაც შეეხება გაქცევას, სწორედ მურუსიძის სასამართლოს საქმეში წერია, რომ გირგვლიანმა გაქცევა მოახერხა და ხევში გადაიჩეხა.

სტრასბურგმა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას უთხრა, რომ სასამართლოს უნდა გამოეძიებინა მაღალჩინოსნების კავშირი საქმესთან, რომ დამნაშავეებს სასამართლომ არ მიუსაჯა ადეკვატური სასჯელი. რომ არ ჩამოვთვალო სრულად გაითვალისწინეს ადვოკატ შავგულიძის მოთხოვნა, რომელსაც დღეს მტრად თვლით და მურუსიძეს მოყვრად.

გირგვლიანის საქმე ახლა კი არა, ნაციონალების დროს არ ,,გამიპრავებია!”. განსხვავებით თქვენი უვადო მოსამართლე მურუსიძისგან, რომელმაც მთლიანად გარეცხა სამართლებრივად ეს საქმე. რადგან თქვენმა ხელისუფლებამ მურუსიძის უვადო მოსამართლედ არჩევა მოახერხა , თქვენი პროტესტები არაგულწრფელი და შერჩევითია“.