გიორგი გაბუნია პუტინს: ,,ვოვაჩკა, შენ ქართველების განავალსაც არ იმსახურებ”

გიორგი გაბუნია პუტინს: ,,ვოვაჩკა, შენ ქართველების განავალსაც არ იმსახურებ'',,მე სიტყვის ჯარისკაცი ვარ და ეს არის ჩემი პირადი ბრძოლა”, – თქვა გიორგი გაბუნიამ ,,პოსტ ფაქტუმის” ეთერში და კიდევ ერთხელ მიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

,,ჩვენ ბრძოლის ველზე ვართ – ეს არ არის ჩემი პირადი ბრძოლა. ეს არის ქართველების დიდი ომი დამპყრობელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უკვე საუკუნეები და თაობებია გრძელდება. მე სიტყვის ჯარისკაცი ვარ… მესროლეთ, თუ სწორად დამიზნებას შეძლებთ…

ჩემო ძვირფასო ვალოდია, ვოვაჩკა, ვფიქრობდი, რომ არ შეურაცხვყოფ შენს საფლავს, კი, დაგპირდი, მაგრამ ამას არ ვიზამ, შენ ქართულ განავალსაც არ იმსახურებ”, – მიმართა გიორგი გაბუნიამ მონოლოგის ბოლოს პუტინს რუსულ ენაზე.