,,ძალიან სირცხვილია ამის კეთება ქვეყანაში, სადაც 20 ათასი გოგო იმიტომ მოკლეს დაბადებამდე, რომ ბიჭები არ იყვნენ” – რამაზ ნოზაძეს და ხატია სიჭინავას სექსიზმის გამო აკრიტიკებენ

,,ძალიან სირცხვილია ამის კეთება ქვეყანაში, სადაც 20 ათასი გოგო იმიტომ მოკლეს დაბადებამდე, რომ ბიჭები არ იყვნენ" - რამაზ ნოზაძეს და ხატია სიჭინავას სექსიზმის გამო აკრიტიკებენგუშინ ტოქ შოუ ,,პროფილში” გასულ სიუჟეტს მსოფლიო ჩემპიონის, რამაზ ნოზაძის და ყოფილი ტელეწამყვანის, ხატია სიჭინავას ოჯახური იდილიის შესახებ, სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ,,სხვანაირი შეგრძნებები მაქვს ბიჭის მხრივ, ამდენი გოგოს მერე როგორ უნდა გიყვარდეს, სხვანაირად გავიგე ეს ყველაფერი”, – ამბობს სიუჟტში რამაზ ნოზაძე.

,,ვუყურე ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძის ბიჭის შეძენაზე სიუჟეტს და ძალიან შემრცხვა.
ლელო დავდევი! ახლა სრული კომპლექტია ვა-შ-კაცს ვა-შ-კაცი უმდა ჰყავდეს! სიმბა! მშობიარობიდან ეგრევე ფოტო რომ გადააღებინა გენიტალიებზე, ნამდვილად დარწმუნებულიყო რომ ბიჭი იყო!

ამდენი სექსისტური ფრაზა ერთ სიუჟეტში ჯერ არ მომისმენია. ძალიან სირცხვილია ასეთი რამის კეთება ქვეყანაში, სადაც ოცი ათასი გოგო მხოლოდ იმიტომ მოკლეს დაბადებამდე, რომ ბიჭები არ იყვნენ!
ამ ოჯახს არაფერი ეშველება და რაღაცნაირად ის საყვარელი სამი გოგო შემეცოდა ასეთ გარემოში და იქნებ გადაცემები მაინც არ გავაკეთოთ ამ სტერეოტიპების გასამყარებლად”, – წერს თამუნა ყურაშვილი.

,,მადლობა”, რომ შეგვახსენეთ, ქალის მთავარი მოვალეობა ბიჭის (შვილი) გაჩენა რომ არის და მის გარეშე ქალად არ ითვლება. გოგო ხომ შვილი არაა. ამათ ილაპარაკეს, გასაგებია, ასე ფიქრობენ, თქვენ რაღატომ აძლიერებთ სტერეოტიპებს? თან მთელ გადაცემას ფონად გასდევს ეს”, – ვახო ქარელი

,,ძალიან ტეხავს! საერთოდ გულის ამრევი სცენით იწყება სიუჟეტი, როგორ სცემს თაყვანს სამი გოგო ოჯახის მთავარ მარგალიტს –  ბიჭს. ამ ოჯახზე კომენტრს არ ვაკეთებ, სამწუხაროდ, ბევრი ქართველი ,,ვაჟკაცუნა” საუბრობს ასე და ანსხვავებს შვილებს ასე, მაგრამ თქვენ ხომ გადაცემა გქვიათ, ეს სცენა ხომ თქვენ გადაიღეთ ?!” – გუკა კახნიაშვილი

,,რა კარგი ოჯახი ხართ, იბედნიერეთ სულ. ძალიან კარგი წყვილი ხართ. საოცარი გოგონები და პატარა გიორგი გყავთ. გოგოგებით მოვიხიბლე, რა აქტიურები და გამოწრთვნილები ჰყავს მამას. რა კომენტარებია, შევწუხდი.  ხალხო, რა გჭირთ?! უნდოდა ბიჭი, თორე გოგოც რომ ყოფილიყო,  გააჩენდა, საერთოდ სხვა რამეები იგულისხმა ამ კაცმა” – თიკო ციბაძე

,,რამ გაგაღიზიანათ. როგორაა სულ ერთი? ბიჭიც უნდა გყავდეთ და გოგოც. ერთ წირპლიან შვილს გააჩენენ და იმას დასდევენ. ქალმა 4 გააჩინა. კაცს უხარია, მაინც რომ ჰყავს ერთი ბიჭი. თანაც სპორტსმენი კაცია და უნდა, მისნაირი ჰყავდეს. რამ გააგამწარათ, ვერ გავიგე”.

,,მე რაც მთავარია, ლელო დავდე და დავკეტე ფაბრიკაო, ანუ იქამდე გააჩეენდა ბავშვებს და იქამდე იქნებოდა ფაბრიკა, სანამ ბიჭს ,, არ გააკეთებდნენ” ? ასე გავიგე და ეს იგულისხმა, ხო? სირცხვილი”, – წერენ სოციალურ ქსელში _ გადაცემის ჩანაწერი იხილეთ ქვემოთ.

✅ ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე ❤️

✅ ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე შვილებთან ერთად – ოჯახის ახალი წევრი მიქაელ-გიორგი პირველად ,,პროფილში" ❤️

Gepostet von თოქ-შოუ პროფილი am Donnerstag, 11. Juni 2020