დათო არჩვაძეს ყოფილი ცოლი შვილს არ აჩვენებს – ,,ეს ჩემი ცხოვრების დიდი ტრავმაა”

დათო არჩვაძეს ყოფილი ცოლი შვილს არ აჩვენებს - ,,ეს ჩემი ცხოვრების დიდი ტრავმაა"მომღერალმა დავით არჩვაძემ ტოქ შოუ ,,სიცრუის დეტექტორში” უფროს შვილზე ილაპარაკა, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან, მომღერალ სოფო კუჭავასგან ჰყავს. როგორც მუსიკოსი ამბობს, მას შვილის ნახვის უფლებას არ აძლევენ.

– წყვილის დაშორებაში არასდროს უნდა ჩაერიოს მესამე, მეხუთე პირი, არავის აქვს უფლება, რომ ჩაერიოს. ჩემს შვილთან წლების მანძილზე ურთიერთობა არ მქონია, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრავმაა. მოკითხვის დონეზეც კი ვერ მაქვს ურთიერთობა.

შარშან წინ მე და ჩემი მეუღლე ლიფტის კარიდან გამოვდიოდით და კუთხეში იდგა ჩემი შვილი ძიძასთან ერთად, ეს სასწაული იყო ჩემთვის. ჩემი მეუღლის ოცნება იყო ჩემი შვილის ნახვა. მივედი, შუბლზე ვაკოცე და ვუთხარი: ,,მამა, მიყვარხარ”. უდიდეს სიხარულთან ერთად იმ დღეს დავლიე, ნასვამი დავჯექი საჭესთან და მეორე დღეს ავარიაც მომივიდა.

უბრალოდ ბევრი მიზეზის გამო მოხდა, რომ შვილს ვერ ვნახულობ, ამაზე არ ვსაუბრობ, თუმცა მე დამნაშავე არ ვარ. სასამართლოთიც მონიჭებული მაქვს დღეები, საათები ბავშვის ნახვის, მაგრამ იყო პასუხი _ სანამ ბავშვი სრულწლოვანი არ იქნება, მანამდე იქნება მისთვის ფსიქიკური ტრავმა. ეს მიზეზი რა თქმა უნდა, ჩვენთვის გაუგებარი იყო, მაგრამ ნუ მიზეზი იყო და დღემდე ჩემს შვილთან ურთიერთობა არ მაქვს. ძალიან მიყვარს და მუდამ ველოდები, – განაცხადა დავით არჩვაძემ.