,,ალექს, ისუნთქეეე! სახლამდე მოგიყვანოთ… დავღალეთ, ვაწამეთ!” – ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილი მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

,,ალექს, ისუნთქეეე! სახლამდე მოგიყვანოთ... დავღალეთ, ვაწამეთ!" - ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილი მკურნალობას თბილისში გააგრძელებსჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს, წლინახევრის ალექსის ახლობლები და გულშემატკივრები თბილისში ელოდებიან. მძიმე ქიმიოთერაპიების მერე პატარა ალექსი საქართველოში რეანიმობილით წამოიყვანეს. ალექსის დედამ, ნატალია გვედაშვილი-კომევამ სოციალურ ქსელში უმძიმესი პოსტი გამოაქვეყნა:

,,ალეეეეეექსსსსსსსსსსს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ისუნთქეეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! სახლამდე მიგიყვანოთ!!!!!!!!!!! თბილისში მოვდივართ. რეანიმაციაშია ახლა, ფილტვები ეკეტება, შეიძლება მგზავრობასაც ვერ გაუძლოსო, მაგრამ მოგვყვავს უკიდურეს მდგომარეობაში, რაც ამან იწამა, ტკივილისგან თავს ურტყამდა საწოლს, პირიდან სისხლი და ჟანგბადის უკმარისობისგან იკლაკნებოდა ჭიასავით მთელი ღამე, ხაოდა და დახმარებას ითხოვდა, ვეღარ ხედავს, მაგრამ ესმის, სუნთქვის ნიღაბს იგლეჯს და მაინც იმდენი ძალა აქვს, ძლივს ვაკავებდით, უნდა, რომ იცოცხლოს, უნდა, რომ გადარჩეს, მორფმა არ დააძინა და არ გაუყუჩა ტკივილი, მაინც იბრძვის ბოლომდე, ისეთი ძლიერია, მაგრამ სიმსივნე მოედო მთელ გვიძლსა და ფილტვებს და ნელ-ნელა სასტიკად ახრჩობს!ასეთი ცხოვრების დედაც… სულ ნუ დაიბადება ბავშვი, თუ ასეთი ტანჯვისთვის ჩნდება!!! დავღალეთ, ვაწამეთ!!!”.

მოგვიანებით კი ნატალიმ მეგობრებს შეატყობინა, რომ კარგად მგზავრობენ:

,,მეგობრებო, კარგად ვმგზავრობთ, ალექსი სტაბილურად არის, თურქი ექიმები ძალიან ყურადღებიანები არიან და რაც საჭიროა, ყველაფერს უკეთებენ გზაში ალექსის. ორი ტრანსპორტით მოვდივართ, დილის 8-ზე ვიქნებით სარფის საზღვართან და დაგვხვდება ქართული რეანიმობილი,  რომელიც პირდაპირ იაშვილის რეანიმაციაში მიგვიყვანს. იმედია, საზღვარზე პრობლემები არ გვექნება და მაშინვე გაგვიშვებენ (ყველა საბუთი წესრიგში გვაქვს). სუნთქვაშეკრული საათებს ვითვლი და ალექსს ენერგიას ვაძლევ, რაც კი გამაჩნია, ოღონდ გაუძელი ამ გზას, შენი სხეულის ყველა უჯრედს ვეუბნები, გაუძლოს. მთელ სამყაროს და გალაქტიკებს ვთხოვ. მადლობა, ჩვენო თბილო, გულიანო მეგობრებო, არ ინერვიულოთ, თქვენ მაძლევთ ძალა”.

ამ საოცარი წყვილის და ალექსის ბრძოლა სიცოცხლისთვის თბილისში გაგრძელდება. ამ ძლიერი ბიჭის გვერდით მთელი საქართველოა. პატარა ალექსისთვის მთელი საქართველო ლოცულობს.