ზურა დოიჯაშვილი აპარატზეა შეერთებული – ,,ისღა დაგვრჩენია, ვილოცოთ მისთვის”

ზურა დოიჯაშვილი აპარატზეა შეერთებული - ,,ისღა დაგვრჩენია, ვილოცოთ მისთვის"მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ავად არის. ამის შესახებ ის თავად ყვებოდა. 4 დღის წინ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში აპარატზეა შეერთებული.

– ზურა ოთხი დღის წინ გადაიყვანეს კლინიკაში, აპარატზეა შეერთებული. ახლა ისღა დაგვრჩენია ვილოცოთ მის გადასარჩენად, – ამბობს ,,პრაიმტაიმთან” მომღერალი ნუგზარ კვაშალი.

მომღერალს შუნტირება აქვს გაკეთებული. იასრაელში კი ამას ფილტვების პრობლემაც დაერთო.

ზურა დოიჯაშვილი ისრაელის აეროპორტში მუშაობს – ,,კლინიკური სიკვდილი მქონდა”