ზურა დოიჯაშვილი ისრაელის აეროპორტში მუშაობს – ,,კლინიკური სიკვდილი მქონდა”

ზურა დოიჯაშვილი ისრაელის აეროპორტში მუშაობს - ,,კლინიკური სიკვდილი მქონდა"მომღერალი ზურა დოიჯა­შ­ვილი ოჯახთან ერთად ისრაელში წავიდა საცხოვრებლად.

როგორც ამბობს, ის აეროპორტის დაცვაში მუშაობს.

-აეროპორტის დაცვაში ვარ. სცენას მიჩვეული კაცისთვის ძალიან რთულია, მაგრამ ვუძლებ… სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ, მაგრამ საღამოს თუ კონცერტი მაქვს, მაინც ვმღერი… ცხოვრებაში, ალბათ, ყველაფერი უნდა გამოცადო. 55 წლის ასაკში ყველაფერი თავიდან დავიწყე – ახალი გარემო, ახალი ადამიანები…

სამი წელი ვიცხოვრე მოსკოვში. რუსებს ძალიან კარგი დამოკიდებულება­ ჰქონდათ ქართველების მიმართ და ძალიან ვუყვარდით… თითქმის ყველა ქართველი მუსიკოსი, რუსეთის რესტორნებში რომ უკრავდა, დღეს ვარსკვლავი და მილიონერია, ჩვენ კი აეროპორტში ვმუშაობთ, – ყვება მომღერალი ,,კვირის პალიტრასთან”.

ზურა დოიჯაშვილმა გულის ოპერაცია გაიკეთა. იმ დღეს ასე იხსენებს:

-ექიმმა მითხრა, სასწრაფოდ საოპერაციო ხარო და საავადმყოფოში დამაწვინეს. იქ კურიოზი მოხდა – სანამ ოპერაციას გამიკეთებდნენ, მეგობარმა მღვ­დელი მოიყვანა და მაზიარეს. რომ გავაცილე, შემოვიდნენ ბიჭები – მამუკა ონაშვილი და სხვები. ვსხედვართ, ვლაპარაკობთ და უცებ შემოვიდა ვიღაც, კისერზე სანტიმეტრი ჰკიდია და მეუბნება, ზომები უნდა აგიღოო. ფერი დავკარგე, ვიფიქრე,­ ალბათ ყოველი შემთხვევისთვის კუბოს ზომებს მიღებენ-მეთქი. მამუკა ონაშვილსაც იგივე უფიქრია და ,,უჟეო?” – ეკითხება. თურმე კორსეტის ზომები უნდა აეღოთ, მე კიდევ სიკვდილს ჩავხედე თვალებში.
ოპერაციის დაწყებამდე ჩამი­რთეს ჩემი სიმღერა­ – “მელიქიშვილის გამზირი” და ანესთეზია გამიკეთეს. მერე ავდექი, აღარ მიკეთებთ­ ოპერაციას-მეთქი? უკვე გაგიკეთეთო…

– როგორც ვიცი, კლინიკური სიკვდილიც­ გამოიარეთ?
– ერთი სტენტი გამეჭედა და კლინიკური სიკვდილი დადგა.­ ამ დროს ზემოდან ვუყურებდი თავს და საოცარ სიმსუბუ­ქეს ვგრძნობდი. მგონია, რომ ჩემს მეუღლეს ვეუბნები, ცოცხალი­ ვარ-მეთქი, არადა, თურმე გათიშ­ული ვარ. საოპერაციოში რომ შემიყვანეს,­ ვაღებინე და გულიც ამუშავდა. კლინიკური სიკვდილი იყო, არადა თავს კარგად ვგრძნობდი.

კვირის პალიტრა