თაკო ჩარკვიანი: ,,არ დავუშვებთ, რაჭაში მთები ააფეთქონ და 7 ათასი ხე გაჩეხონ!”

თაკო ჩარკვიანი: ,,არ დავუშვებთ, რაჭაში მთები ააფეთქონ და 7 ათასი ხე გაჩეხონ!"პარტია ,,კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ონში ჰესის აშენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და წერს:

,,შევაჩეროთ, ხალხნო, ეს ,,პუტინის ვასალი”. ვინ მისცა უფლება, ჩვენს ქვეყანას  რომ ანგრევს?! ვინც ახლა რაჭის ,,განადგურების “ გეგმის ,,გაპრავებას” დაიწყებს და მიესალმება, გვარ-სახელებით უნდა გამოაჭენოს ხალხმა, რათა ყველამ იცოდეს ,,ოლიგარქ-დამანგრევლის” გეგმის შემსრულებელთა გვარები!

აბა, ერთი გაბედეთ! ფული გავიგე, რომ შენია, ივანიშვილო, აი, ქვეყანა კი ჩემია და ჩვენი! არ დაგანგრევინებთ! ესე იგი, სეისმურ ზონაში მთები რომ უნდა ააფეთქო და 7 ათასი ხე გაჩეხო, დამანგრეველი ხარ, აბა, რა ხარ?! აღმაშენებელი გვყავდა და 21-ე საუკუნეში დაღმამშენებელი თუ გვეყოლებოდა, ღმერთო, ამას როგორ წარმოიდგენდა ვინმე?! შაჰ-აბასმა ვერ გადაგვასწორა მიწასთან და ამან უნდა დაგვანგრიოს?! რუსეთის გეგმა ხორციელდება!”, – წერს თაკო ჩარკვიანი და იქვე ხალხს მოუწოდებს, ამის გასაპროტესებლად ქუჩაში გამოვიდნენ.

მის ეს აღშფოთება ,,მთავარ არხზე” გასულმა სიუჟეტმა გამოიწვია, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ რაჭა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას. ,,მთავარი არხის” ინფორმაციით, ონის კასკადის მშენებლობის ნებართვა შპს ,,ფერს” გადაეცა, რომლის მფლობელიც ივანიშვილის გარემოცვიდანაა, რუსეთიდან.

მათივე ინფორმაციით, ქართული წარმომავლობის რუსი მილიარდერი, მევლუდ ბლიაძე, რუსეთში გზებსა და ხიდებს აშენებს, ბიძინა ივანიშვილის ძველი მეგობარია და საქართველოში ჰესების აშენებითაა დაინტერესებული.

მდინარე რიონი, რომელიც რაჭის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნიდა, მალე მილებში მოექცევა და კალაპოტიდან მთების სიღრმეში გადაინაცვლებს. პროექტის განხორციელებისას მინიმუმი ოთხი ათასზე მეტი ძირი ხე გაიჩეხება.

ნამახვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით  სარჩელი უკვე მოამზადეს ,,მწვანე ალტერნატივამ” და ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და სასამართლოსაც მიმართეს.

,,მთავარის” ინფორმაციით, სანამ ქართული სასამართლო ჰესების საკითხზე იმსჯელებს, ლიცენზიები უკვე გაცემულია _ ნამახვანზეც და ონის კასკადზეც. იქ მოსახლეობა ყაზარმულ რეჟიმშია გადასული და ყოველდღიურად საკუთარ მიწაზე მძიმე ტექნიკის გამოჩენას ელის.