შალვა ნათელაშვილი: ,,სვეტი” ოპოზიციონერი იყო მამაშენი და ამ ,,სვეტობას” მოჰყვა გადატრიალება და ათიათასობით ადამიანის სისხლი”

შალვა ნათელაშვილი: ,,სვეტი" ოპოზიციონერი იყო მამაშენი და ამ ,,სვეტობას" მოჰყვა გადატრიალება და ათიათასობით ადამიანის სისხლი"ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის ნათქვამს, რომ ქართული ოპოზიცია გოიმია.

,,ირაკლი, შენი აზრით, ალბათ ,,სვეტი” ოპოზიციონერი იყო მამაშენიც, რომელმაც 1991 წლის ცხელი ივლის-აგვისტო ზურაბ ჟვანიასთან ერთად  მოსკოვში, საქართველოს წარმომადგენლობის კიბეებთან წამოკოტრიალებულმა რომ გაატარა მოთხოვნით _ ,,გადადგეს დიქტატორი გამსახურდია!”.

სწორედ ამ ,,სვეტობას” მოჰყვა გადატრიალება, სამოქალაქო ომი, აფხაზეთ-ცხინვალის დაკარგვა, ათეულათასობით მოკლული ადამიანის სისხლი, რომლითაც მერე შენ გაგზარდეს ტორტებით და ,,სვეტურად”. შენი აზრით, ჩვენ, ,,გოიმები” რას შევეჯიბრებით იმ ,,სვეტობას”, _ დაწერა შალვა ნათელაშვილმა.