,,მივმართავ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერო, გააკეთე პარტია, ხალხი გამოგყვება” _ მარინა შენგელია

,,მივმართავ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერო, გააკეთე პარტია, ხალხი გამოგყვება" _ მარინა შენგელიასოციალური ქსელი ,,ოცნების” მომხრეების უკმაყოფილო პოსტებით არის აჭრელებული. ისინი გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას და ციხიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ და მმართველ პარტიას აკრიტიკებენ.

,,ეს არის მიწისძვრა საქართველოში, ტექტონიკური ძვრები! ქვეყნისათვის, სუვერენული ქვეყნისთვის დამანგრეველი. მივმართავ გიორგი.გახარიას: ბატონო პრემიერო, გააკეთე პარტია, ხალხი გამოგყვება. ასე გაგრძელება შეუძლებელია ქვეყანა, ხელიდან გვეცლება. წერტილი’, – წერს მარინა შენგელია.

,,რა ღირს სახელმწიფოს ღირსება – 500 მილიონი ევრო? ამ წამს არაფერი მაინტერესებს გარდა ერთისა: ევროკავშირი გვაჩუქებს 500 მილიონ ევროს კორონავირუსის შედეგებისა აღმოსაფხვრელად თუ არა?

ჰოდა, პასუხი ამ შეკითხვაზე ყველას და ყველაფერს მიუჩენს კუთვნილ ადგილს.

არადა მართლა საინტერესოა: 500 მილიონი ევრო ,,ორი ტრუპის” (ზ.შათირიშვილის ტერმინი) განთავისუფლების საფასურია თუ საქართველოს სახელმწიფოებრივი ღირსების ,,დაკრძალვის” ხარჯები?

და კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი შეკითხვა: მართლა იყო თუნდაც სიტყვიერი შეთანხმება ე.წ. ,,პოლიტპატიმრების” განთავისუფლების შესახებ?

თუ იყო, მაშინ აქამდეც უნდა დაეტოვებიათ საპატიმრო. საკუთარ სიტყვას და პირობას პატივი უნდა სცეს ყველამ და ყოველთვის.

ამასთან, მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მათ, ვინც ,,ქართული ოცნების” სახელით იძლეოდა დაპირებებს, სამწუხაროდ, სამარცხვინოს და ანტიკონსტიტუციურს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უმწვავესად და მოურიდებლად უნდა მოითხოვოს პასუხი შეკითხვაზე: ,,კულუარული შეთანხმება” თუ იყო, ვინ მისცა უფლება ნებისმიერ თანამდებობის პირს, თავი დაეყენებია ქვეყნის მართლმსაჯულებაზე მაღლა? რას ვედავებოდით წინა ხელისუფალთ – ყველას?

და თუ დაპირისპირებულმა პოლიტძალებმა ,,ვაჭრობა” გამართეს ამ საკითხზე და ეს დადასტურდა, ამის შემდეგ რომელი პოლიტიკოსიც ხმას ამოიღებს კონსტიტუცის და მართლმსაჯულების პატივისცემაზე, იმას… ენა უნდა ამოაძრო.

და ერთიც: თუ ამ ვაჭრობაში ნებისმიერი სახით მონაწილეობა მიიღეს დიპლომატებმა, ეს უნდა ეცნობოს იმ ქვეყნების პარლამენტებს, საზოგადოებას და მედიას, როგორც მათი წარმომადგენლების უღირსი საქციელი.

რაც შეეხება შეწყალების აქტის ავტორს, სალომე ზურაბიშვილს: პრეზიდენტობის მაძიებელ პერსონას უმწვავესად ვაკრიტიკებდი წინასაარჩევნო პერიოდში, მაგრამ ბ.ივანიშვილის მოწოდების საპასუხოდ არა მარტო, მაინც მას მივეცი ხმა, არამედ ყველა ჩემს მეგობარს მოვუწოდე, მხარი დაეჭირათ ,,ქართული ოცნების” კანდიდატისთვის.

ამასთან, ვერასოდეს ვკადრებ ჩემს თავს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი უპატივცემულობას, ვინც არ უნდა იკავებდეს ამ პოსტს. მაგრამ მაქვს მორალური უფლება, მივმართო მას, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქეს:

ქალბატონო, სიბრძნეს თავი რომ დავანებოთ, პაწია ჭკუა იყო საჭირო, სულ პაწია გათვლა, რომ ეგ შეწყალების აქტი სწორედ დღეს არ გამოგეცათ. არ იცოდით, არ გახსოვდათ, არავინ გიკარნახათ, რომ 15 მაისი გახლავთ მოსამრთლის დღე, ანუ  ქართული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების დღე.

და თქვენ ამ ნაბიჯით პოლიტიკურ კონიუნქტურას და ,,აქაურ” თუ ,,შორეულ” პოლიტიკანების მუქარანარევ რიტორიკას და ე.წ. ,,მიზნობრივ ზეწოლას” ვერ გაუძელით და მათ პირად თუ ,,სხვა” ინტერესებს ანაცვალეთ ჩვენი დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, დამოუკიდებელი სასამართლოს ღირსება, რაც უყოყმანოდ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფოს ღირსებად.

როგორ, რა სიტყვებით შეიძლება შეფასდეს ეს საქციელი?

თქვენ პრაქტიკულად ქართულ საზოგადოებას, სამართლის სფეროში მომუშავე და მოღვაწე ყველა ადამიანს თავზე გადაახიეთ ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუცია, რომლის გარანტიც თავად უნდა ბრძანდებოდეთ.

დანარჩენი სხვა დროს. ახლა – წერტილი”, – წერს ნუგზარ ფოფხაძე.