ლელა თოლორდავა: ,,პერმესო და ჭირი ამათ! ვზივარ და ნერწყვს ვყლაპავ, ესენი საბუთის გამკეთებლები არიან?!”

ლელა თოლორდავა: ,,პერმესო და ჭირი ამათ! ვზივარ და ნერწყვს ვყლაპავ, ესენი საბუთის გამკეთებლები არიან?!"იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლელა თოლორდავა სოციალურ ქსელში წერს:

,,ჩემო სტუმართმოყვარე საქართველოვ, შენ შემოგევლოს დანარჩენი მსოფლიო!

არ მკითხოთ, რა მჭირს, უბრალოდ მენდეთ სიტყვაზე, რომ ჩვენისთანა ერი არ არსებობს სამყაროში! როგორც არასდროს, ისე მინდა, ახლა სამშობლოს გზას დავადგე!

გაღიმებული და გაბრაზებული, მწვადის მადისაღმძვრელი სურნელით გაჟღენთილი ვზივარ და ნერწყვს ვყლაპავ. ესენი საბუთის გამკეთებლები არიან?! ერთი კენჭი ხორცი არ მომიკითხეს _ ეზოში ქეიფობენ მწვადზე.

საქართველოში რომ იყოს ვინმე იტალიელი, ხომ დაახევდნენ ჩოხის კალთებს, თუ არ დაეწვეოდა, ერთ დაქოჩრილ თეფშს მოუკითხავდნენ…

პერმესო და ჭირი ამათ. სახლში მინდა, სახლში!”.