ექიმი ჯაბა ზარქუა: ,,პირბადის გაკეთება აუცილებელი არ უნდა იყოს, იქნებ მოხსნათ ეს შეზღუდვა”

ექიმი ჯაბა ზარქუა: ,,პირბადის გაკეთება აუცილებელი არ უნდა იყოს, იქნებ მოხსნათ ეს შეზღუდვა"ექიმი ჯაბა ზარქუა სოციალურ ქსელში წერს, რომ პირბადეების არასწორ გამოყენებას სჯობს, შეზღუდვა მოიხსნას და ადამიანებმა მათ გარეშე იარონ.

,,არასწორად პირბადის ხმარებას და საკუთარი თავის ან სხვის მოტყუებას, პლუს ნაკლებ ჟანგბადს და გართულებულ სუნთქვას, არ სჯობს, საერთოდ არ იყოს?
რავი, დავიჯერო, ყოველ მარკეტში შესვლაზე ვიცვლით ახლა ამ პირბადეებს, გარედან არ ვეხებით, 3-4 საათში ვაგდებთ და ახალს ვიკეთებთ?
ან ამ მრავალჯერად პირბადეებს რეცხავს ვინმე სკურპულოზურად და ყოველ 24 საათში ან გარეცხილი უკეთია, ან საერთოდაც ახალი?
მე რასაც ვაკვირდები საკუთარ და სხვების მაგალითებზე, მოდი, ვაღიაროთ, რომ უმეტესობას ეს პირბადეები მოვალეობის მოხდისთვის გვიკეთია (რაც ახლა ძალიანაც ბუნებრივად მესახება და სულაც არაა ჩემთვის დასაძრახი) და იქნებ მოხსნათ ეს შეზღუდვა, ვისაც ეს ხელგეწიფებათ?

ძალიან რთული აღსასრულებელია, ურთულესი, ჩემი აზრით, შეუძლებელიც კი და სულ გაგვექრო ბარემ, არასწორად რამის კეთებას, სულ არკეთება სჯობს”.