ბესო ჩუბინიძე ზურა დოიჯაშვილს: ,,ბოლოს რომ ვისაუბრეთ, დამპირდი, ყველაფერი კარგად იქნებაო, დანაპირები უნდა შეასრულო”

ბესო ჩუბინიძე ზურა დოიჯაშვილს: ,,ბოლოს რომ ვისაუბრეთ, დამპირდი, ყველაფერი კარგად იქნებაო, დანაპირები უნდა შეასრულო"მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაშია. ის მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მომღერლის მეგობარი, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ზური, ჩემო ძმაო. არ ხარ შენ ის კაცი, ასე ადვილად რომ ნებდებოდე რაღაცებს! იცი შენ, რომ მთელი საქართველო შენთანაა და შენზე ლოცულობს, ისიც იცი, რომ ყველას გვიყვარხარ, ძმაო და ისიც იცი, რომ ნებისმიერ ომში შენ გვერდით ვართ ხოლმე.
პირველი ფოტო 1998 წელს გადავიღეთ ჩემი „ვარსკვლავების“ რედაქციაში და მაგ დღის მერე ვძმაკაცობთ,ზური.  ეს მეორე სქრინ-ფოტო ჩვენი ბოლო საუბრისასაა გადაღებული. ჰოდა, ხომ გახსოვს, რით დავამთავრეთ საუბარი მაგ დღეს? ,,ნიჩივო, ბრაატ”, ყველაფერი კარგად იქნებაო,  მითხარი. ჰოდა, რა ვიცი, ძმაო, მე შენგან დანაპირების არასრულება არ მსმენია”.

ბესო ჩუბინიძე ზურა დოიჯაშვილს: ,,ბოლოს რომ ვისაუბრეთ, დამპირდი, ყველაფერი კარგად იქნებაო, დანაპირები უნდა შეასრულო"