გერმანიაში მცხოვრები ექიმი იაგო ფრანგიშვილი წერს რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდაზე, რასაც კრემლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავრცელებს და ეს ერთადერთ რამეს ემსახურება _ პუტინის ძლევამოსილების წარმოჩენას.
,,საინტერესოა, რომ ევროპის სატელევიზიო სააგენტო ,,არტე ინფო” განსაკუთრებულად ღიად შიფრავს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო ფეიკ სიცრუის სისტემას დასავლეთის წინააღმდეგ.
,,გერმანიას არ ჰყავს საკმარისი ექიმები”, ,,დასავლეთს უკვე არა აქვს დემოკრატია”, ,,ევროგაერთიანება უკვე იშლება”, ,,დასავლეთმა დაკარგა ადამიანურობა…”.
აი, ესაა რუსული ოფიციალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების რიტორიკა და ამას ამხელს ევროპის ცენტრალური და ერთობლივი მედიაცენტრი და ტელეკომპანია ,,არტე ინფო”.
განსაკუთრებით კი ყურადღება ეთმობა იმას, რომ ამ ,,მსოფლიო არეულობის” ფონზე პუტინს სურს ერთადერთ ძლიერ ხელმძღვანელად წარმოჩენა.
ახლა გასაგებია, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა ასე დაგვიანებით, თითქმის ჩავლილი ეპიდემიის დროს მასობრივი ტესტების ჩატარება.
მიზანია შემდეგი: რაც მასობრივად ატარებ ახლა ტესტირებას, მით უფრო მეტ ,,ინფიცირებულს” აღმოაჩენ.
თუკი მარტში ტესტირებათა საინფექციო კოეფიციენტი დაახლოებით 15-დან 20% იყო, მხოლოდ დიდ ქალაქებში, ეპიდემიის ცენტრებში აღწევდა, რამდენიმე გამონაკლისი დღის გარდა, 50%-ს, ახლა კი სულ სხვა სიტუაციაა.
არამარტო ის ადამიანები, რომლებიც მართლაც ინფიცირებულები არიან, არამედ ის ხალხიც ცხადდება დადებითად, რომელთაც იმუნიტეტი აქვთ.
და უმთავრესი, ეპიდემიის ამ პიკის იქითა ფაზაში ძალიან ბევრია უსიმპტომო, რომლებიც გაგიზრდიან ინფიცირებულთა სტატისტიკას ისე, რომ სიკვდილიანობის სტატისტიკა არ დაამძიმოს.
არაა გამორიცხული, რომ სადღაც 2 ან 3 კვირაში რუსეთმა მილიონი ინფიცირებული და მაქსიმუმი 5 ათასი გარდაცვლილი დააფიქსიროს, რაც აბსოლუტური იშვიათობა იქნება.
პუტინს გამოაცხადებენ კორანას დამამარცხებელ წმინდანად.
რუსული მკურნალობის მეთოდებს, როგორებიცაა ოზონის თერაპია თუ ტუბერკულოზის ვაქცინა ან სულაც თხევადი ჰელიუმი, გამოცხადდება უძლიერეს იარაღად კორონას წინააღმდეგ და ფეიკნიუსები და ადამიანების მანიპულირება, აი, მერე იკითხეთ.
ნუ დაავიწყდება ნურც პოლტიკოსს, ნურც მედიის წარმომადგენელს და ნურც უბრალო მოქალაქეს, რომ ინფექციის სატატისტიკით უსაშინლესი მანიპულაცია შეიძლება.
ჩვენ რომ ამ წუთას, მყისიერად მთელი საქართველო დავტესტოთ, ალბათ სულ მცირე ნახევარ მილიონამდე ინფიცირებული აღმოჩნდება და გარდაცვლილთა ოფიციალური რიცხვი კი, ამ მყისიერად შემოწმების პირობებში, ისევ და ისევ 9 დარჩება.
გთხოვთ ყველას, რომ ეს გაითვალისწინოთ და ნუ დასდევთ ეშმაკების მსგავსად უსიმპტომო ადამიანებს.
მინიმალური ჰიგიენა ყველას ესაჭიროება, კიდევ მინიმუმი 2 კვირა მაინც. ამ პერიოდში ისე უნდა მოვიქცეთ, თითქოსდა ყველა ადამიანი არის უსიმპტომო და არასახიფათოდ კორონავირუსის მატარებელი.
თუკი ასე მოვიქცევით, დაკარგავს აზრს ამ სტატისტიკით მანიპულაცია და პოლიტიკის მიერ ვირუსის საკუთარი მიზნებისათვის გამოყენება”.

