თეა წულუკიანი: ,,უნდა შეიჭრას თუ არა პოლიცია ეკლესიაში? ტრენდი გაქვთ, რომ პოლიციას ეკლესიაში შეჭრისკენ უბიძგოთ”

თეა წულუკიანი: ,,უნდა შეიჭრას თუ არა პოლიცია ეკლესიაში? ტრენდი გაქვთ, რომ პოლიციას ეკლესიაში შეჭრისკენ უბიძგოთ''იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, არ აპირებს სააღდგომო დღესასწაულებზე ეკლესიაში წასვლას და საეკლესიო მსახურებას დისტანციურად ადევნებს თვალს. მან ,,კურიერის” ჟურნალისტს ასე უპასუხა:

– არავის არ უთქვამს, რომ ვინმეს ამ ქვეყანაში კანონის წინაშე აქვს იმუნიტეტი. ბევრჯერ ითქვა, ამას პრემიერმაც გაუსვა ხაზი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმაც.

წესი არის წესი, როდესაც ქვეყანაში არის ჰუმანიტარული  კრიზისი, უფრო მძიმე ხარისხის კრიზისებია სხვა ქვეყნებშიც, წესებს და კანონებს იღებს საერო ხელისუფლება და ის მოქმედებს სასულიერო ხელისუფლების შიგნითაც.

აქ საუბარი იმაზე კი არაა, კანონი არის თუ არა ყველასთვის ერთი, საუბარია ალბათ იმაზე, ამ კანონს თუ დაარღვევენ, როგორი იქნება სანქცია. კანონს ვინც არღვევს, ის ჯარიმდება.

გინდათ, დასვათ, კითხვა: უნდა შეიჭრას თუ არა პოლიცია ეკლესიაში? ტრენდი გაქვთ, რომ პოლიციას უბიძგოთ, შეიჭრას ეკლესიაში, თუ თქვენი მოწოდებაა, რომ პოლიცია შევიდეს და მრევლი გამოიყვანოს ქეჩოთი ეკლესიიდან, ეს არაა ამ წუთში პოლიციის მიმართულება და ეს სწორია.

რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას, ეკლესიაში არც აღდგომამდე და არც აღდგომაზე მისვლას არ ვაპირებ და შევეცდები, რომ დისტანციურად ვადევნო თვალი.