ირაკლი იმნაიშვილი: ,,ეს რეანიმაციაში გადაღების მერე დამეწყო, როგორ უძლებენ ამას ჩვენი გმირი ექიმები” – ვიდეო

ირაკლი იმნაიშვილი: ,,ეს რეანიმაციაში გადაღების მერე დამეწყო, როგორ უძლებენ ამას ჩვენი გმირი ექიმები" - ვიდეო,,რუსთავი 2″-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი იმნაიშვილი, რომელმაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმატოლოგების მუშაობა გადაიღო, სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელები ეწვის, რაც სპეცაღჭურვილობამ გამოიწვია. კოვიდინფიცირებულების ბოქსში ის ოთხი წყვილი ხელთათმანით შევიდა.

_ხელები მეწვის. ვერც ხელთათმანს ვიკეთებ და ვერც სადეზინფექციო ხსნარით ვიმუშავებ. ეს რეანიმაციაში გადაღების შემდეგ დამეწყო, ლატექსზე
ალერგიული რეაქციაა. როგორ უძლებენ ამას ჩვენი ჩუმი გმირები? თქვენი ხელებით დავამარცხებთ კოვიდ-19-ს.

მივცეთ ექიმებს საშუალება, იყვნენ მათთან, ვისი სიცოცხლეც საფრთხეშია, _ ყვება ირაკლი იმნაიშვილი _ ნახეთ ვიდეო.

https://www.facebook.com/100931458264666/videos/2583204621949258/?t=11