იაგო ნაცვლიშვილი: ,,ვირუსი არ გადაეცემა არც მობილურიდან, არც სახელურიდან და არც რომელიმე ნივთიდან”

იაგო ნაცვლიშვილი: ,,ვირუსი არ გადაეცემა არც მობილურიდან, არც სახელურიდან და არც რომელიმე ნივთიდან"გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი იაგო ნაცვლიშვილი ვირუსოლოგ ფრედერიკ შტრეკის ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

,,ეს ვირუსოლოგი არის ფრედერიკ შტრეკი, რომელსაც ყველაზე მეტი კორონით ავადმყოფი და ინფიცირებული ადამიანი ჰყავს ნანახი. რატომ ვაქვეყნებ ამას?
იმ ადამიანებისათვის, ვინც ქადაგებს, რომ არასაკმარისია პირბადეების ჰიგიენა, არასაკმარისია ტესტირება. იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დღედაღამ გვაშინებენ.

ამასთან იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხელისუფლების ამ უსახურ და უაზრო ,,კომენდანტის საათს” ამართლებენ და მეტსაც მოითხოვენ.
იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ქადაგებენ ,,გამოიკეტე სახლში”.

ის, რასაც საქართველოში ხდება, ესაა დიქტატურის გამტკიცება, პოლიტიკური ცხოვრების სრული სიკვდილი, თვითმკვლელობა თავისუფალი აზროვნების, ხელოვნების, თავისუფალი მედიასივრცის.
ამ ეგრეთ წოდებული ,,სუპერჰიგიენისტების” პრობლემა ისაა, რომ ვერ ხვდებიან, რომ დიქტატურას ამტკიცებენ, რომ რელიგიურ სიბნელეს უხსნიან ფართო გზას.

იცით, რა მოხდება? რა თქმა უნდა, გავა ქართველი საფლავზეც და წავა ეკლესიაშიც. თუ ჭკუა აქვს, პირბადით წავა და ცოტა დისტანციასაც დაიცავს. გაიკეთებს იმ 50 თეთრიან პირბადეს, რომელიც ხალხს არაფრისმომცემად დაუხატეს, თუ ჭკუა აქვს, გაიკეთებს ხალხი ყელსახვევს თუ ცხვირსახოცს ცხვირის წინ და წავა სააღდგომოდ ყველგან.

წავა და არაფერიც არ მოხდება. იმიტომ, რომ უმარტივესი ჰიგიენის დაცვით ვირუსი არ გადაეცემა არც მობილურიდან, არც სახელურიდან და არც რომელიმე ნივთიდან.
იმიტომ, რომ ეს ხალხი გარეთ გავიდა, გაიარა, გაისეირნა, განიავდა  ელემენტარული ჰიგიენის დაცვით.
და ამ ხალხს რომ რომ არაფერი დაემართება, ეს იქნება არა იმ ელემენტარული ჰიგიენის სისწორის ზეიმი, არამედ ფსევდორელიგიის ზეიმი.
სისულელეა, მორწყო ქუჩები, ეს პოპულიზმია, რადგან ვირუსი წყალში არ გადადის და არ დაავადდები.

ტესტირება, რაც გააკეთა სამხრეთ კორეამ, დღეს უაზროა. კორეამ ეს გააკეთა კლასტერების გამოვლენის მიზნით და დღეს კლასტერებს უკვე ვერ აღმოაჩენ.  კორეამ ეს რომ გააკეთა, არ გამოუცხადებია საყოველთაო კარანტინიც კი, კომენდატის საათზე რომ არაფერი ვთქვათ, არამედ კლასტერები დააკარანტინა.

და ეს მოახერხა იმით, რომ ერთდროულად მასობრივად და ტერიტორიულად ყველგან დატესტა. ვის შეუძლია ეს საქართველოში? არავის და ამიტომ არ აქვს უკვე აზრი ამ მასობრიობას.
ტესტირება მხოლოდ იმ პერსონალს სჭირდება, სამედიცინოს თუ მომსახურეს, ვისაც კონტაქტი აქვს პაციენტთან. აი, აქ გვინდა ტესტირება.
დროა, გამოვფხიზლდეთ, თუ _ არა დაგიმონებთ კორონა კი არა, ოლგარქის მონები გახდებით თქვენი ნებით.
მოიძიეთ კორონას შიში თქვენს თავში, მოიძიეთ გონება და ჭკუა თქვენს თავში, აიფარეთ ცხვირსახოცი და იარეთ, ისეირნეთ, აპროტესტეთ ეს მონური კომენდატურა”, – წერს იაგო ნაცვლიშვილი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც შტერიკი საუბრობს.