გურამ შეროზია: ,,ამოიღეთ ხმა, ამიხსენით ლოგიკა, რა ხდება ჩვენს თავს!”

გურამ შეროზია: ,,ამოიღეთ ხმა, ამიხსენით ლოგიკა, რა ხდება ჩვენს თავს!"ბლოგერი გურამ შეროზია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ეხმაურება და წერს:

,,დიდხანს ვითმენდი, დღესასწაულების ჩავლას ველოდი, რომ ხალხის მიერ ქუჩებში გამოვარდნები არ წამეხალისებინა და აი, დადგა დრო! გაფრთხილებთ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა რაღა დაგიმალოთ და ეს არ მადარდებს!

ხალხო, მთელი მსოფლიო ამ ჩაკეტვას იყენებს იმისთვის, რომ გადაამზადონ ექიმები, მოიმარაგონ წამლები, მობილიზდნენ და ნელ-ნელა მოიხადოს ყველამ, რომ პარალელურად ეკონომიკა ამოძრავდეს, რაც შეიძლება მალე! ჩვენთან? 3-4 კვირა, რომელიც ყოველ 3-4 კვირაში ახლდება? შიგ ხომ არ გვაქვს?!

ხალხი უკვე შიმშილით კვდება და მე და ჩემს მეგობრებს წერილები მოგვდის პირადში, გვიშველეო, კომპანიები გაკოტრების პირასაა? ივლისში ან აგვისტოში თუ გავიხსნებით, საკმარისია, ერთს დაემართოს ეს დედა… კორონა, ისევ დაიწყება გავრცელების რისკები, ანუ მთელი 2020 წელი სახლებში უნდა ვისხდეთ?

კორონას გადავურჩეთ და შიმშილით მოვკვდეთ?! დავუკარით ტაში გახარიას, დავუწერეთ ქულები, მერე?! რაში, რომ ომახიანი ხმით აცხადებს ხან მანქანების აკრძალვას, ხან 9-ის მერე გამოსვლას?!

40 ლარიანი კომუნალურების ბალანსისთვის? ხვდებით, რამდენი წელი დაგვჭირდება ამ განავლიდან ამოსასვლელად?!

კარგი, ვზივარ სახლში თვენახევარია, მერე?! ამოიღეთ ხმა, ამიხსენით ლოგიკა, რა ხდება ჩვენს თავს…

გეგმა მაჩვენეთ, საით მივდივართ ან რას ვაპირებთ, მაგრად მკიდია ეა პოპულისტური განცხადებები!”.