,,გული მერევა იმ ქალზე, მისი შვილის დატანჯული სახე რომ მახსენდება” – რას გადააწყდა ნიკა გრიგოლია კლინიკაში

,,გული მერევა იმ ქალზე, მისი შვილის დატანჯული სახე რომ მახსენდება" - რას გადააწყდა ნიკა გრიგოლია კლინიკაშიშოუმენი ნიკა გრიგოლია კლინიკაში ბავშვებზე ძალადობის სცენას გადააწყდა და აღშფოთებულმა ფეისბუქში დაწერა:

,,ბავშვთა კლინიკაში ვარ და ვუყურებ, როგორ ანთხევს ორი გაბოროტებული დედა ფსიქოზს და ნევროზს საკუთარ შვილებზე. ერთს აშკარად ქმარი ეზიზღება, ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც მამაშენიაო, ეჩხუბება 5 წლის ბავშვს. აი, შენც ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც ისო, ჩვეულებრივი ფსიქოპატის სახით.

გადმოვედი სხვა სივრცეში და იქ დამხვდა მეორე, რომელიც ექიმიდან გამოყვანილ დაახლოებით 10 წლის ფეხმოტეხილ ბავშვს ისე უყვიროდა და ისეთ საშინელებებს ეძახდა, რომ იქვე უნდა მოხვედროდა თავში ურო. ეტლში ჩამჯდარ ბავშვს არ ანებებდა თავს, ამცირებდა და ტანჯავდა, ჯერ სად ხარ, ახლა ნახე შენ, ოპერაცია რომ დაგჭირდება და დაიტანჯებიო.

ეს ბავშვი კიდევ ძალიან ზრდილობიანად და მორიდებულად ეკითხება, დედა რატომ ხარ ასე გაბრაზებულიო და ცდილობდა, რომ არ ეტირა ამ კოშმარი დედის  საქციელისგან! დედამისს იქით ამშვიდებდა. დედა კიდე უარესად იქცეოდა. არ ანებებდა თავს და სახეზე სახის მიდებით უყეფდა თავის 10 წლის შვილს.
მინახავს ბევრი ისეთი მშობელი, ბავშვებს რომ ცოფიანი ცხოველის სახით ელაპარაკებიან და სიბრაზისგან ყბა რომ გაურბით, მაგრამ ასეთი გაბოროტებული ფსიქოპატები, რომლებიც საავადმყოფოში მიყვანილ შვილებს აწამებენ, არ მინახავს!!
მივედი და ღიმილით ვცადე, ეს ქალი ცოტა დამემშვიდებინა, მაგრამ  სხვა ენაზე გააგრძელა ბავშვის ტანჯვა! მეტი ვერაფერი ვქენი. ვიფიქრე, პოლიციაში დამერეკა, მაგრამ ის ბავშვი უარეს დღეში ჩავარდებოდა, ზუსტად ვიცი. არადა აუცილებლად დასაჭერები და სამკურნალოები არიან ასეთი დედებიც და მამებიც.
ფუ, გული მერევა იმ ქალზე, მისი შვილის დატანჯული სახე რომ მახსენდება. მოტეხილობაზე უარესი ტრავმა მიაყენა თავის შვილს. ბევრად უარესი!
ციხეში ასეთი მშობლები და იძულებითი მკურნალობა”.