გიორგი გახარია: ,,გვაქვს გარკვეული იმედები, რომ შეიძლება სიტუაცია აღდგომამდე გამოსწორდეს” – ვიდეო

გიორგი გახარია: ,,გვაქვს გარკვეული იმედები, რომ შეიძლება სიტუაცია აღდგომამდე გამოსწორდეს" - ვიდეოსაქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსის გამო შექმნილ კრიზისსა და მთავრობის გეგმებზე გადაცემა ,,ღია ეთერში” ისაუბრა.

-ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვირუსი ისე დავამარცხოთ, მძიმე ეკონომიკურ კრიზისში არ შევიდეთ და ქვეყანას ეკონომიკური ზრდის პოტენციალი შევუნარჩუნოთ. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორი რამ: დავეხმაროთ მოქალაქეებს და კომპანიებს, რომ მაქსიმალურად შეძლონ, სამუშაო ადგილების შენარჩუნება…

პრემიერი მოსახლეობას ურჩევს, რელიგიური რიტუალები შეძლებისდაგვარად სახლში აღასრულონ.

-ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი და დარწმუნებული ვარ, მათაც ესმით სახელმწიფოს როლი და ვალდებულება, იზრუნოს საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.  ეს არის ის პოსტულატი, რომელზეც  კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ. დღესასწაულებზე საუბარი არ მინდა, რადგან ჯერ კიდევ სამი სამი კვირაა და გვაქვს გარკვეული იმედები, რომ შეიძლება სიტუაცია გამოსწორდეს, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი… სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე, – განაცხადა გიორგი გახარიამ – ნახეთ ვიდეო.

ქრონიკა 09:00 საათზე – 2 აპრილი, 2020 წელი

ქრონიკა 09:00 საათზე – 2 აპრილი, 2020 წელი

Gepostet von TV Imedi am Mittwoch, 1. April 2020