,,გაიღვიძეთ ცხვრებო, სანამ ნომერი დაგაკრეს შუბლზე საქონელივით!” – კორონაზე სიმართლის თქმისთვის ექიმებს, ადვოკატებს, ჟურნალისტებს აპატიმრებენ – რას წერს გერმანიაში მცხოვრები ქართველი

,,გაიღვიძეთ ცხვრებო, სანამ ნომერი დაგაკრეს შუბლზე საქონელივით!" - კორონაზე სიმართლის თქმისთვის ექიმებს, ადვოკატებს, ჟურნალისტებს აპატიმრებენ - რას წერს გერმანიაში მცხოვრები ქართველიგერმანიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც ფეისბუქზე Natia Kicka-ს სახელით არის დარეგისტრირებული, საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომ ევროპაში კორონავირუსის შესახებ ნათქვამი სიმართლის გამო ხალხს აპატიმრებენ.

,,ამდენ ღლიცინ-ღლიცინში კორონავირუსის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე ნეგატიური აზრის გამოთქმის გამო შვეიცარიელი ექიმი პოლიციამ დააკავა და პირდაპირ ფსიქიატრიულში უკრეს თავი, აგრეთვე გერმანელ ადვოკატსაც, რომელმაც ღია წერილში ჩამოთვალა სახელმწიფოს მიერ დარღვეული კანონი და ადამიანის უფლებები.

ქალბატონი ადვოკატია სამედიცინო სფეროში და ძალიან კარგად იცნობს ჯანდაცვის სისტემას და კანონებს. კრიმინალურმა პოლიციამ აიყვანა და ძალით წაიყვანეს ფსიქიატრიულში! დაიწყო უკვე ხალხის დაჭერა, სადაა დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება? თან თუ მართლა ფსიქიკური ავადმყოფია ეს ორი სპეციალისტი, კრიმინალური პოლიცია რა საჭირო იყო? გინახავთ სადმე,  შეშლილ ადამიანს კრიმინალური პოლიცია უვარდებოდეს სახლში?

დაჭერილია აგრეთვე ჟურნალისტები, რომლებიც ცდილობდნენ სიმართლის გარკვევას. სანამ თქვენ აქ ,,სახლში დარჩი”-თ გაჰკივით და ყველაფერი სისულელე გჯერათ, რასაც ტელევიზორში ამბობენ, სიმართლის მაძიებელ ხალხს იჭერენ!

გერმანიაში დღითიდღე აქვეყნებენ ექიმები და სპეციალისტები ვიდეო-მიმართვებს, საკუთარ კარიერას და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებენ სიმართლის გამო, ხალხისთვის. გაიღვიძეთ ცხვრებო, დროა, სანამ საბოლოოდ ნომერი დაგაკრეს შუბლზე საქონელივით!”, – წერს ნათია და სტატიის ლინკსაც აქვეყნებს შვეიცარიელი ექიმის დაკავების შესახებ, სათაურით _ ,,კორონავირუსის ღონისძიებების კრიტიკოსი პოლიციამ დააკავა და ფსიქიატრიულში ჩაკეტა.

https://kenfm.de/schweiz-corona-massnahmen-kritiker-dr-binder-verhaftet-und-in-psychiatrie-gesperrt/?fbclid=IwAR1fs4_3JyytqVHbZ7rGHJCNgb525nAm6MJKgsoSwRqKATibetTDLyT8Qq4