ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ლარი კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადარიცხა – ,,ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა ადამიანი”

ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ლარი კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადარიცხა - ,,ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა ადამიანი"კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად შექ­მნილ ფონდში ასმი­ლი­ო­ნი­ა­ნი შე­მო­წი­რუ­ლო­ბა პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გან­ხორ­ცი­ელ­და.

კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად შექ­მნილ ფონდში თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბა უკვე 124 543 899 ლარს აჭარ­ბებს.

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილს უნიკალური დაზღვევა უწოდა.

-რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით. იქ, სადაც სისტემური ჩავარდნაა და გვჭირდება დახმარება, ეს ადმიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან იქ, სადაც სახელმწიფოს უჭირს, – აღნიშნა გახარიამ.