,,საერთაშორისო სკანდალში ვეხვევით, დავეხმაროთ პოლიციას მათ პოვნაში” – დათო ლიკლიკაძე

,,საერთაშორისო სკანდალში ვეხვევით, დავეხმაროთ პოლიციას მათ პოვნაში" - დათო ლიკლიკაძეჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე წერს, რომ 4 ჩინელს, რომლებიც სამტრედიაში სცემეს, დღემდე უშედეგოდ ეძებენ.

,,სამარცხვინო ამბავი გვჭირს. სამტრედიის სოფელ მელაურში ჩინეთის 4 მოქალაქე უცემიათ. ორი დღეა, ეს ხალხი დაკარგულია, პოლიციაც ეძებს. როგორც მეუბნებიან, ინციდენტი ეთნიკური ნიშნით მომხდარა, ეს კორონა აუცილებლად წარსულს ჩაბარდება, მაგრამ რა ეშველება ვირუსს, რომელსაც ადამიანის სახის დაკარგვა ჰქვია?

მეგობრებო, იქნებ მოვძებნოთ ეს 4 ჩინელი, დავეხმაროთ პოლიციას, სავარაუდოდ საერთაშორისო სკანდალში ვეხვევით”, – წერს ჟურნალისტი.