,,იტალიაში მცხოვრებო ემიგრანტებო, როგორ არ გრცხვენიათ?! ეს ქვეყანა იმის ღირსია, ასეთი რამ ილაპარაკოთ?!” – ირმა კაპანაძის ვიდეომიმართვა

,,იტალიაში მცხოვრებო ემიგრანტებო, როგორ არ გრცხვენიათ?! ეს ქვეყანა იმის ღირსია, ასეთი რამ ილაპარაკოთ?!" - ირმა კაპანაძის ვიდეომიმართვაირმა კაპანაძე, რომელიც 12 წელია ჩრდილოეთ იტალიაში ცხოვრობს, ვიდეომიმართვას ავრცელებს და იქ მყოფ ქართველ ემიგრანტებს მოუწოდებს, მეტი პასუხისმგებლობა და მადლიერება გამოიჩინონ, როცა ქართულ მედიასთან იტალიაზე საუბრობენ,

-ვრცელდება სასირცხვილო, უპასუხისმგებლო განცხადებები ქართველი ემიგრანტების მიერ. როგორ არ გრცხვენიათ, ხალხო?! ეს არის ქვეყანა, რომელიც არც ერთ ემიგრანტს უარს არ ეუბნება ჯანდაცვაზე, არავინ არავის არ აბრუნებს უკან, რა გააკეთოს ამ ქვეყანამ ამაზე მეტი?! ამხელა უმადურობა, ასეთი უსირცხვილო დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ… არ გრცხვენიათ?!

11 ქალი ვართ სახლში და წყლის და საჭმლის ფული არ გვაქვსო. ნუთუ ამ 11 ქალიდან სახლში არაფერი გაქვთ გაკეთებული, 100 ევრო უკან გამოგიგზავნონ, რომ წყალი და მაკარონი იყოდოთ?!სამსახური, ანაზღაურება მოგცათ ამ ქვეყანამ და იმის ღირსია, ასეთი რამ ილაპარაკოთ?! პამპერსიანი ორი მოხუცი რომ ნახეთ, ეს იმას არ ნიშნავს, უფლება გაქვთ, ამ ქვეყანაზე ილაპარაკოთ, – ამბობს ირმა კაპანაძე ვიდეომიმართვაში – ნახეთ ვიდეო.