მწარე რეალობაა, რომ საქართველოში პედოფილიის შემთხვევების სტატისტიკა გაზრდილია, ამიტომ არ ღირს ამაზე თვალების დახუჭვა და იმაზე ფიქრი, რომ ,,ეს მე არასოდეს შემეხება”. ერთადერთი, რითიც შეგვიძლია ამ საშინელებისგან შვილების დაცვა, არის მათთვის ინფორმაციის მიწოდება. თუ როგორ უნდა ავუხსნათ შვილს, დავარიგოთ, რომ მოძალადეების მსხვერპლნი არ გახდნენ, სტატიის ქვემოთ ატვირთული ვიდეორგოლი დაგეხმარებათ. ,,დამიცავი, პატარა ვარ” – ამ სლოგანით ავრცელებს ორგანიზაცია ,,საფარი” ვიდეოს და ის რაც შეიძლება მეტ მშობელს აჩვენეთ.
სტატისტიკა: 2019 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში 10 ბავშვი გააუპატიურეს: 4 ბიჭი და 6 გოგო. აქედან ყველაზე პატარა 4 წლის იყო, უფროსი – 16 წლის.
პატარებზე სექსუალურად ყველაზე ხშირად ახლობლები, ნათესავები, ოჯახის მეგობრები და სხვა ისეთი პირები ძალადობენ, რომლებსას ბავშვები კარგად იცნობენ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, პატარებს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ შევძლოთ, დავიცვათ პედოფილიისგან – ნახეთ ვიდეო.
პატარებზე სექსუალურად, ყველაზე ხშირად, ახლობლები, ნათესავები, ოჯახის მეგობრები და სხვა ისეთი პირები ძალადობენ, რომლებიც კარგად ნაცნობები არიან ბავშვისთვის.მნიშვნელოვანია, ბავშვებს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია, რათა შევძლოთ დავიცვათ ისინი პედოფილიისაგან.
Gepostet von დამიცავი • პატარა ვარ am Dienstag, 10. März 2020