ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა – ,,იძულებული ვარ, ვიცოცხლო… მიკვირს, როგორ არ სკდება გული”

ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა - ,,იძულებული ვარ, ვიცოცხლო... მიკვირს, როგორ არ სკდება გული"მსახიობი ლალი ბადურაშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც შვილი, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაეცვალა. ქალბატონი ლალი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შვილის უკანასკნელი ნამუშევარი, ფილმი ,,ხიდი” დასრულებულიყო, რომელსაც 57 წლის რეჟისორი თურქ კოლეგებთან ერთად იღებდა. ერთი კვირის გადაღებები ჰქონდა დარჩენილი, როდესაც მისი სიცოცხლე შეწყდა. ,,ხიდი” რეჟისორის მეგობრებმა დაასრულეს და ამით ლალი ბადურაშვილი ძალიან კმაყოფილი იყო.

-იძულებული ხარ, იცხოვრო, მაგრამ მაინც სულ მიკვირს, როგორ არ სკდება გული, რადგან შვილის სიკვდილთან შეგუება შეუძლებელია. როგორ უძლებენ?!.. სულ წამლებზე ვარ. საათს ვუყურებ, რის მერე და რა დროს რა უნდა დავლიო, – უყვებოდა ,,სარკეს” ლალი ბადურაშვილი – ინტერვიუ იხილეთ ქვემოთ.

ლალი ბადურაშვილი: ”ერეკლე სასწრაფოს რომ საავადმყოფოში გადაეყვანა, ახლა ცოცხალი იქნებოდა”