8 მარტს ოზურგეთის მერია ქალებს მიქსერებს დაურიგებს

8 მარტს ოზურგეთის მერია ქალებს მიქსერებს დაურიგებს8 მარტს ოზურგეთის მერია 40 წარმატებულ ქალს საჩუქრად მიქსერს გადასცემს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება 11 460 ლარია და მასში 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიების უზრუნველყოფაც შედის.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ მიქსერები სხვადასხვა სფეროში მომუშავე 40 წარმატებულ ქალს გადაეცემა. გადაწყვეტილებას, თუ რატომ შეირჩა ქალებისთვის საჩუქრად მაინცდამაინც მიქსერი, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე ასე ხსნის:

-მიქსერის ჩუქება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს არის საოჯახო ნივთი და  ისარგებლებს ოჯახში მცხოვრები ყველა ადამიანი. საერთო სარგებლობის ნივთია და არა პირადი მოხმარების საგანი. წარმატებულ ქალებს ჩვენ სხვა საჩუქრებსაც ვუმზადებთ. მოეწყობა ღონისძიება, ფურშეტითა და კონცერტით, გადავცემთ თაიგულებს და მადლობის ბარათებს მათი წარმატებული საქმიანობისთვის.

რუსთავი 2