თამარ ივერმა ჩინელი მეგობარი საქართველოში დაპატიჟა – ,,ყველა გაგვირბის, ვტირი, რა გულიანი ხალხი ყოფილხართო”

თამარ ივერმა ჩინელი მეგობარი საქართველოში დაპატიჟა - ,,ყველა გაგვირბის, ვტირი, რა გულიანი ხალხი ყოფილხართო"ოპერის მომღერალი თამარ ივერი თავის ჰონგკონგელ მეგობარს დაუკავშირდა და საქართველოში დაპატიჟა. მის წერილს მეგობარმა დიდი ემოციებით უპასუხა. თამარ ივერი წერს:

..ჰონგ კონგში სიმღერის დროს დავუმეგობრდი ადგილობივ ჩემს მომსახურე სტაფს და მენეჯერს.

ახლა უეცრად მივწერე: ,,საყვარელო კატი, როგორ ხარ? მისმინე, თუ ახლოს ხარ კორონა ვირუსის საშიშ ზონასთან და რაიმე სასიცოცხლო რისკის ქვეშ ხართ, დაავლე ბავშვებს ხელი და ჩამოდი. მე გიმასპინძლებთ და თავს გადაირჩენთ”.
ვერ წარმოიდგენთ მის რეაქციას. მომწერა: ,,ქალბატონო თამარ, ვზივარ და ვტირი. რა გულიანი ხალხი ყოფილხართ ქართველები. ამდენი წელია, საოპერო და საკონცერტო წრეში ვტრიალებ, ამდენ ადამიანთან მიმუშავია და მსგავსი არავის მოუწერია, პირიქით, ყველა გაგვირბის. არც ვიცი, რა გითხრათ. ემოციების ქვეშ ვარ. მივხვდი ერთს, რომ სიკეთე გადაარჩენს დედამიწას”.
პ.ს. საბედნიეროდ, შორს აღმოჩნდა მისი ქალაქი ვირუსის ეპიცენტრისგან, მაგრამ ჩემი წერილი და თანადგომა მას არასდროს დაავიწყდება და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამით მას ათასმაგად შეუყვარდა ქართველი ხალხი”.