,,ქართველების სამარცხვინო საქციელი!” – რატომ უხდიან ბოდიშს გია ფერაძის შვილს

,,ქართველების სამარცხვინო საქციელი!" - რატომ უხდიან ბოდიშს გია ფერაძის შვილს,,აქ ვგრძნობ მამას, რომელიც სიცოცხლეში არასოდეს მინახავს”, – ამბობს ტრაგიკული ბედის მქონე მსახიობის, გია ფერაძის ვაჟი, ასევე მსახიობი გია ფერაძე (ნახეთ სიუჟეტი გია ფერაძე უმცროსზე). ის დედასთან ერთად რუსეთში ცხოვრობს და საქართველოში ჩამოვიდა პროექტისთვის ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”, სადაც ვერკა ჯაჯანიძესთან ერთად შესანიშნავად იცეკვა, ფინალშიც მოხვდა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა (მათი ცეკვა, ვიდეო).

პროექტის გამარჯვებული ასევე ძალიან ნიჭიერი ანკა ვასაძე გახდა, რომლის მეწყვილე ოთო ფოლადაშვილი იყო (ნახეთ მათი ერთ-ერთი ნომრის ვიდეო).

ხალხის აღშფოთება სპონსორებმა და ორგანიზატორებმა გამოიწვიეს, რადგან გია ფერაძე უმცროსი ფაქტობრივად უსაჩუქროდ დატოვეს და მისი შრომა ამ პროექტში არაფრით აღნიშნეს.

,,ჩემო გია, შენ ხარ არაჩვეულებრივი მსახიობი, ცეკვავ შესანიშავად. მართლია, არ ხარ პროფესიონალი მოცეკვავე, მაგრამ ცეკვავდი როგორც პროფესიონალი. მამაშენივით არაჩვეულებრივი ხარ.

ძალიან ძუნწი და უვიცი სპონსორები იყვნენ, რამე ძვირფასი საჩუქარი როგორ ვერ გაიმეტეს. ასეთი სიხარულით დაფრინავდი, მცირე რეპეტიციებით რა შესანიშნავი შოუ ჩაატარე და ამ კარაპეტებმა ვერაფერი გაიმეტეს – მობილური ტელეფონი ვის უკვირს!
მე გიხდი ბოდიშს მათ მაგივრად და თუ ვინმეს სხვა აზრი აქვს, მზად ვარ კამათისთვის. მე მსახიობი ვარ და ვიცი, რა არის გულისტკენა”, – წერს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე ფეისბუქში.

,,ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას ეს წყვილი. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. სპონსორებს არ შერცხვათ მაინც, ასე უაზროდ რომ დაარიგეს საჩუქრები? სამარცხვინო ქართველები! საჩუქრები ამათ როგორ არ უნდა მიეღოთ. ზარიც კი არ ფიქსირდება…”, ,,უბრალოდ უნამუსოობაა! ვინც გინდოდათ, იმან გაიმარჯვა! ბრავოო!!! ძალიან შემრცხვა”, ,,მე ბოდიშს ვუხდი გია ფერაძეს ქართველების ამ სამარცხვინო საქციელით. კიდევ ერთხელ დავამტკცეთ, რომ ჩვენიანის პატივისცემა არ ვიცით”, – წერენ სოციალურ ქსელში.

მარიკუნა მიქატაძე გია ფერაძეზე: “იცით, რამ შემზარა? ამ მკვლელობის შემდეგ მამაჩემი გაიპარა, მოაწყო ინსცენირება, თითქოს დედაჩემს ეძინა”