მომღერალი გიორგი ჩიტაური მძიმე მდგომარეობაშია – ,,გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე”

მომღერალი გიორგი ჩიტაური მძიმე მდგომარეობაშია - ,,გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე"მთის სიმღერების პოპულარული შემსრულებელი, გიორგი ჩიტაური განსაცდელშია. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მკურნალობისთვის საზოგადოების თანადგომა სჭირდება.

მას საქართველოში უამრავი ადამიან იცნობს სიმღერით – ,,აყვავებულა არაგვზე დეკა”. წლების წინ პროექტ ,,ნიჭიერშიც” მონაწილეობდა, სადაც ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია, რომ ხალხი ფეხზე იდგა და ტაშს ისე უკრავდა (იხილეთ ვიდეო). ახლა გიორგის ისევ სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა, მაგრამ ამჯერად უკვე სხვა მიზეზით.

გიორგის მეგოარი ირაკლი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში წერს:

,,არ ვაპირებდი ამ პოსტის დაწერას, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ მომღერალს, გიორგი ჩიტაურს, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა. არის უკიდურეს მდგომარეობაში. 6 თვეზე მეტია, გადის მკურნალობის კურსს.

სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

ყველა ერთად დავუდგეთ გვერდში და გადავარჩინოთ ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე, რაც არაერთხელ გაგვიკეთებია”.

მომღები: პავლე ჩიტარური პ/ნ 16001030946 ანგარიში: თიბისი GE52TB7744745061100057 და საქართველოს ბანკი GE41BG0000000131366881