მერაბ კოსტავას ქალიშვილს ეძებენ – რას წერდა თამთა კოსტავა ბიძინა ივანიშვილს

მერაბ კოსტავას ქალიშვილს ეძებენ - რას წერდა თამთა კოსტავა ბიძინა ივანიშვილსპოეტი და მხატვარი თინათინ მღვდლიაშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, რომ საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ქალიშვილი, თამთა კოსტავა აპოვნინონ. ის დღეს გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

,,ყურადღება! დღეს დაახლოებით 13. 00 ზე სახლიდან გავიდა მერაბ კოსტავას შვილი, თამთა კოსტავა და აღარ
დაბრუნდა!.. გთხოვთ, თუ რაიმე იცით თამთას ადგილსამყოფელის შესახებ, სასწრაფოდ დამიკავშირდით. თამთა ათიოდე დღის წინ გამოეწერა საავადმყოფოდან (მოგეხსენებათ, მას ფსიკიკური აშლილობა აქვს და ჟამიდანჟამს მკურნალობას საჭიროებს). ველოდები თქვენს გამოხმაურებას! იქნებ ვინმემ ნახა დღეს… იქნებ რაიმე იცის მის
შესახებ. თამთა ფეისბუქზე არის თამთა გელოვანის სახელითა და გვარით”, – წერს თინათინ მღვდლიაშვილი.

თამთა კოსტავა 2 წლის წინ ბიძინა ივანიშვილს მიმართავდა და მის დაცვას სთხოვდა.

,,თავის დროზე რეჟიმები გიჟებად აცხადებდნენ მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას. დასანანაია, რომ ასეთი მიდგომა დღევანდელ საქართველოში უკვე მათი შვილების მიმართ გრძელდება და ტრადიციად გადაიქცა!
მინდა, დიდი მადლობა გითხრათ ყველა იმ დახმარებისთვის, რაც თქვენ მე და ჩემს ოჯახს მატერიალურად აღმოგვჩინეთ, მაგრამ ამჯერად თქვენი თანადგომა არასათანადო ზემოქმედებისგან თავის დასაცავად მჭირდება. მე-6 წელია საქართველოში ვარ და ცხოვრებას საგიჟეთში მატარებინებენ. გთხოვთ, დამეხმარეთ და აღკვეთეთ ჩემ მიმართ განუკითხავი მოპყრობა!”, – წერდა თამთა კოსტავა ბიძინა ივანიშვილს.

თამთა კოსტავა წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა. ის მხატვარია და გამოფენებს ხშირად აწყობს.

ფოტოზე მარცხნიდან – თამთა კოსტავა და თინათინ მღვდლიაშვილი.