კუხიანიძე: ,,ვაჟა გაფრინდაშვილი გმირი არ არის”

კუხიანიძე: ,,ვაჟა გაფრინდაშვილი გმირი არ არის"თბილისის საკრებულოს დეპუტატმა და ,,ქართული ოცნებიდან” გაფიცხულმა ერეკლე კუხიანიძემ ბრიფინგი მიუძღვნა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც ოკუპანტებს რამდენიმე კვირა ჰყავდათ დაკავებული.

-ეს ადამიანი ცოტა ხნის შემდეგ, როცა ეიფორია დამთავრდება, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. ყველა მიხვდება, რომ ის გმირი არ არის და არის ადამიანი, რომელმაც გამოიჩინა სერიოზული სისუსტე…

თუკი მოხდება შეხვედრა, მას ვეტყვი, რას ვთავაზობ. დანარჩენზე თვითონ იფიქროს. რასაც აკეთებდა ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალში, პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ქართული სახელმწიფოს კურსს, – განაცხადა კუხიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ კუხიანიძემ პატიმრობაში მყოფ ექიმს და მის ოჯახს პროვოკატორები უწოდა და საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა. მის ამ განცხადებას გაემიჯნა შვილი, მსახიობი ნუცა კუხიანიძე, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

ამ სკანდალზე და ქალიშვილთან ურთიერთობაზე ერეკლე კუხიანიძემ ,,სარკესთან” ისაუბრა:

-ჩემს ამ განცხადებას გარკვეული საფუძვლები ჰქონდა. ხომ ხედავთ, რა ფორმებით ურთიერთობს საზოგადოება ერთმანეთთან და ჩემი გინება გაუკვირდათ?! ხალხი დაგეშილია და უნდა ნახოთ, რა სქრინები მაქვს. ეს ხალხი სულიერად დაავადებულია, პათოლოგები არიან. დახვეწილ სიბილწეებს იგონებენ და აგზავნიან…

ვიტყოდი, რომ ორი შვილი მყავს და ნუცა.

– ეს რას ნიშნავს, ნუცას შვილად არ თვლით?

– ნუცა მთვლის მამად, როცა ჩემს წინააღმდეგ გამოდის?! ჩემი შვილია, ყველაფერს ვაპატიებ და მხოლოდ სიკეთეს ვუსურვებ, მაგრამ ხომ უნდა იფიქრო, რას ამბობ! თურმე, ,,უცნაური” ვყოფილვარ. შეიძლება უცნაური ვარ იმისთვის, ვინც ვერ ხვდება, რასაც ვლაპარაკობ.