იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც ინტერნეტ გაზეთი წერს, 1966 წლის 20 ივლისს დაბადებული ელზა სიუკაევას ცხედარი იპოვეს.
მედიის ცნობით, პოლიცია ადგილზე გარდაცვლილი ქალის ბიძაშვილის და ბინის მეპატრონის გამოძახების საფუძველზე მივიდა.
ელზა სიუკაევა იტალიაში დაახლოებით 14 წელი იმყოფებოდა, არ ყოფილა დაქორწინებული და ოჯახის წევრები საქართველოში ჰყავდა.
როგორც მედია წერს, გარდაცვლილი ქალბატონი სპორტის დიდი გულშემატკივარი იყო და მილანის ყველა თამაშს ესწრებოდა. ის მხოლოდ წითელ და შავს სამოსს იცვამდა, ასევე მას სახლი ,,მილანის” ფერებში ჰქონდა მოწყობილი.
დაიჯესტი

