იტალიაში, ქალაქ ბარიში ქართველი ემიგრანტი, ეკა არჩვაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ შოთო სიხარულიძე წერს.
,,გარდაიცვალა ემიგრანტი იტალიაში, ქალაქ ბარიში – ეკა არჩვაძე. საშინელება დატრიალდა, უკეთილშობილესი, ძალიან კარგი ადამიანი დავკარგეთ. 8 წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში. სამსახურიდან ბრუნდებოდა და დიდი სისწრაფით მომავალმა მანქანამ ადგილზე მოკლა სანიკოლას ეკლესიის გზაზე. სასწრაფო მოვიდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო”, – წერს შოთო სიხარულიძე.
,,ბარის მთელი ემიგრანტები შოკში ვართ, საოცარად კეთილშობილი ადამიანი იყო… დაუჯერებელია, შემზარავ ავარიას ემსხვერპლა ჩვენი ეკა… სიტყვებს ვერ ვპოულობთ, საცოდაობა ტრიალებს აქ…”, – წერენ ემიგრანტები.

