პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ახმოვანებს, რომ საქართველოს კულტურის მინისტრის პოსტზე პიანისტ ელისო ბოლქვაძის კანდიდატურას განიხილავენ. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა:
„მადლობა ამ არჩევანისთვის! ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა კულტურას, დაბადებიდან ემსახურა კულტურას, დაიბადა ლიტერატორების ოჯახში და 3 წლის ასაკიდან ყველა იცნობდა, როგორც ვირტუოზ მუსიკოსს. ქართველი, რომელმაც პირველმა მიიღო იუნესკო-ს სტატუსი „ხელოვანი მშვიდობისთვის“. ქალი, რომელსაც მიღებული აქვს სპეციალური პრიზი „ქართული კულტურის ამაგდარი“. არასოდეს დამიწერია წინასწარ ვინმეზე… მაგრამ, როდესაც ეს ინფორმაცია გავიგე, გული გამინათდა!”.

