გიორგი გახარია იზორიაზე: ,,ეს იყო ამაზრზენი, რაც კადრებში ვნახე”

გიორგი გახარია იზორიაზე: ,,ეს იყო ამაზრზენი, რაც კადრებში ვნახე",,ეს იყო ამაზრზენი” – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ლევან იზორიას ძმასთან, ვახო იზორიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოკადრებზე.

-იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა. ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, პოლიციელები ყოველდღიურად, თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე… ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ეს იყო უბრალოდ ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებში ვნახე, – განაცახადა გიორგი გახარიამ.

საუბარია კადრებზე, სადაც ვახო იზორია პოლიციელ გიორგი დვალიშვილს შეურაცხყოფას აყენებს.