,,არა უშავს, მაა! მაგარი კაცები ასე იზრდებიან” – ჟურნალისტ ბექა პატურაშვილს შვილს მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს

,,არა უშავს, მაა! მაგარი კაცები ასე იზრდებიან" - ჟურნალისტ ბექა პატურაშვილს  შვილს მძიმე დიაგნოზი დაუდგინესტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის ჟურნალისტის, ბექა პატურაშვილის შვილს, ალექსანდრეს მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს. ის იაშვილის კლინიკაში წევს და საზოგადოების დახმარება სჭირდება.

,,არა უშავს, მაა! მაგარი კაცები ასე იზრდებიან, ჯერ დაბრკოლებები უნდა გადავლახოთ, ოღონდ ისე, რომ ჩვენი საყვარელი გოგონა დედიკო ნაკლებად ვანერვიულოთ.

ახლა სადაც ვართ, აქ პირველად კარგ საქმეზე მოვედი რამდენიმე წლის წინ. მაშინ ,,იმედში” ვმუშაობდი, აქცია გვქონდა, სისხლი ჩავაბარეთ ბავშვებისთვის და დაგვათვალიერებინეს განყოფილება სადაც პატარა პაციენტები ჰყავდათ ონკოლოგიური დაავადებებით. თამაშობდნენ იცინოდნენ. მშობლებიც ასევე იქცეოდნენ.

კი არ ვიმჩნევდი და ვიღიმოდი, მაგრამ შოკი იყო, რა თქმა უნდა. თავში მომდიოდა აზრები  – „ალბათ ამათი მშობლები რა დღეში არიან და მაინც რა გასაკვირია, როგორ ახერხებენ სიცილს, რომ ბავშვებმა არ იგრძნონ”.

ჰო, ძნელი ყოფილა. ახლაც იგივე სურათია აქ. არ ვიცი, როგორ ახერხებენ, ამას დიდი ძალა სჭირდება. არ მჯერა, რომ დღეს მათ ადგილას ვართ.

,,არა უშავს, მაა! მაგარი კაცები ასე იზრდებიან" - ჟურნალისტ ბექა პატურაშვილს  შვილს მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს ეს ფოტო სამი დღის წინ გადავიღე, პირველად რომ დავრჩი ღამე მარტო დერეფანში. ისეთი შეგრძნება იყო, ალბათ პატიმრებს რომ ეუფლებათ, როცა მიუსჯიან და პირველად გადაჰყავთ ციხეზე. ლამისაა, გასკდე, ამ დროს ვინმე გამოივლის და სახეზე თავაზიან ღიმილს ინარჩუნებ..

კარგი ის არის, რომ ბავშვი ჯერ ვერაფერს იაზრებს და ვერც მიხვდება, ისე მოვაგვარებთ ამ პრობლემას.. ყველაზე მეტად შენზე ვდარდობ, ნათ. მარტოები არ ვართ და ამას ძალიან ძლიერად ვგრძნობთ.

უღრმესი მადლობა ყველას – ახლობლებს, უცნობებს.. ვამაყობ თქვენით, ბრავო! თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ძალას გვმატებთ. გპირდებით, რომ ჩვენც თქვენსავით სამაგალითოდ მოვიქცევით, როცა სხვას დაჭირდება მხარდაჭერა.ჩვენი კაცოც, რა თქმა უნდა, ასე მოიქცევა თავის დროზე”, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

ანგარიშის ნომერი: GE54BG0000000161812619
მიმღები: ბექა პატურაშვილი