ზაზა ურუშაძე: ,,ვერაფრით დავიჯერებ, რომ სიკვდილის შემდეგ ყველაფერი სრულდება” – ვიდეო

 

ზაზა ურუშაძე: ,,ვერაფრით დავიჯერებ, რომ სიკვდილის შემდეგ ყველაფერი სრულდება" - ვიდეოგუშინ, 7 დეკემბერს ცნობილი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ,,ვერაფრით დავიჯერებ, რომ სიკვდილის შემდეგ ყველაფერი მთავრდება” – თქვა გადაცემაში ,,მძიმე კაცთან” ზაზა ურუშაძემ.

 – როგორც უკვე თქვით, ღმერთი გწამთ და სად არის ის?

– ღმერთი ყველგან არის. რწმენა ძალიან პირობითია, ქრისტემ მოწაფეებს უთხრა, რომ მცირედ მორწმუნენი ხართო და ჩვენ რწმენა რა არის საერთოდ… ეკლესიური ვერ ვარ, მაგრამ ღმერთის მწამს. ყოველ შემთხვევაში, ვერაფრით დავიჯერებ, რომ სიკვდილის შემდეგ ყველაფერი მთავრდება. იმედი მაქვს, რომ რაღაც არსებობს, მინდა, ასე იყოს. თუ არ რჩება არაფერი და ქრები, მაშინ ყველაფერი ამაოა – ნახეთ გადაცემის ჩანაწერი.

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი