ნუგზარ სულაშვილი: ,,ბიძინა, ჩემი შვილის ცრემლებს არ შეგარჩენ!”

ნუგზარ სულაშვილი: ,,ბიძინა, ჩემი შვილის ცრემლებს არ შეგარჩენ!"საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი წერს, რომ მისი შვილი სახელისუფლებო ტროლების ბულინგის მსხვერპლი გახდა.

,,ბიძინა! ეს ერთი მიზეზიც კმარა იმისთვის, რომ ვიყო შენი დაუძინებელი მტერი, რადგან შენმა ტროლების ფაბრიკამ ბულინგის მსხვერპლად აქცია ჩემი უმცროსი შვილი, რომლის ფოტოებიც ატვირთეს და საჯაროდ აგინეს ბავშვს, რომელსაც ამქვეყნად არაფერი დაუშავებია. მის არც ერთ ცრემლს არ შეგარჩენ! თუმცა არც შენს დონეზე დავეცემი, შვილებზე ვიძიო შური.
მე გამოვიარე სიმწარე შვილებზე გადახდილი შურისძიების და ვიცი, რომ არ არსებობს ამაზე დიდი ნაძირლობა.

ტფუი, შენ და შენი ხროვის კაცობას!”, – წერს ნუგზარ სულაშვილი.