ნინო ჟვანია: ,,ზაზა მიყვებოდა, მიშამ ზონდერები როგორ გაუგზავნა”

ნინო ჟვანია: ,,ზაზა მიყვებოდა, მიშამ ზონდერები როგორ გაუგზავნა"ზურაბ ჟვიანიას ქვრივი ნინო ჟვანია-ქადაგიძე სოციალურ ქსელში ახლახან გარდაცვლილ რეჟისორზე, ზაზა ურუშაძეზე წერს იხსენებს ამბავს, რომელიც რეჟისორმა თავად უამბო.

,,ზაზა ურუშაძე მიყვებოდა, ზურას მკვლელობაზე გადაღებული ,,ცხელი ძაღლის” სეზონის ტელევიზიიდან ამოსაღებად მიშამ ზონდერები როგორ გამოაგზავნა და ამათმა ასლი ღამით ჩუმად როგორ გამოიტანეს. ჩვენ ვიკითხოთ, თორემ ეგეთი ადამიანები კი დაიმკვიდრებენ ადგილს სასუფეველში”, – წერს ნინო ჟვანია-ქადაგიძე.